ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

სსმა სოციალურ მუშაკთა რეგიონული ასოციაციების განვითარებაში აქტიურად მონაწილეობს

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია აქტიურად არის ჩართული საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის სოციალური მუშაკთა ასოციაციების განვითარების პროცესში.

აღნიშნული მიზნით, 2016 წლის მარტში რეგიონების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საერთო ხედვა ორგანიზაციების განვითარებაზე და შემუშავებულ იქნა ასოციაციების განვითარების 3 წლიანი სტრატეგიული გეგმა.

მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიის განვითარების ხელშეწყობისთვის.