ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

თომისლავ ზაიას ფილმის "თავისუფალი" ჩვენება ასოციაციაში

21 ნოემბერს ასოციაციის ოფისში გაიმართა თომისლავ ზაიას ფილმის "თავისუფალი" ჩვენება. ფილმს სხვადასხვა ფესტივალზე მრავალი ჯილდო აქვს მოპოვებული. ფილმში ადამიანთა ერთი ჯგუფის ცხოვრებაა ასახული, რომელთაც ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვა აქვთ და რომლებიც ხორვატიის ინტიტუციებში არიან გამოკეტილნი. ფილმი ასახავს ამ ადამიანების ცხოვრებას მას შემდეგაც, რაც ისინი ტოვებენ ინსტიტუციებს და საზოგადოებაში ცხოვრებას იწყებენ. ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ ეჩვევიან ისინი დამოუკიდებელ ცხოვრებას და როგორ უჭერენ მათ ამაში მხარს სხვადასხვა პროფესიონალები.
ჩვენების შემდეგ, ფილმის რეჟისორი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაესაუბრა მაყურებელს.
 ფილმის ჩვენება “ღია საზოგადოება საქართველო”-ს მხარდაჭერით ჩატარდა. ფილმის ჩვენებას გაუძღვა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი, თიკო ცომაია.