ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

მონიტორინგის ჯგუფების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ სხვადასხვა უწყების მონიტორინგის ჯგუფების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.შეხვედრა მოეწყო პროექტის - „მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის ალტერნატიული მომსახურების გაუმჯობესებისათვის პროფესიონალთა გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ორგანიზაცია USAID და UNICEF-ის მიერ.
სამუშაო შეხვედრა ასოციაციაში 6 დეკემბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის დეპარტამენტის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის, სახალხო დამცველის აპარატის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მონიტორინგის ჯგუფის და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებმა მიიღეს.  
შე ხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მონიტორინგის ამჟამინდელი მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტების ხარვეზები, ასევე, ის საკითხები, რომლებიც საჭიროებს უწყებებს შორის კოორდინაციას. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია ერთმანეთის პრაქტიკის გაზიარება და მონიტორინგის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა, თუმცა ისაუბრეს აღნიშნულის ხელშემშლელ ფაქტორებზეც.
მსგავსი შეხვედრის ორგანიზება იგეგმება შშმ ბავშვთათვის განკუთვნილი მცირე საოჯახო ტიპის სახლისთვის სტანდარტების შემუშავების შემდგომაც, რათა აღნიშნულ სტანდარტებთან მიმართებაში მოხდეს მონიტორინგის მეთოდოლოგიის შესაბამისობის განხილვა.