ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

შეხვედრა ბიოფსიქოსოციალური მოდელის ფარგლებში

მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირების ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლების და სფეროს ექსპერტების ჩართულობით.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის ბიოფსიქოსოციალური შეფასება  და სტატუსის განსაზღვრის სისტემა“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ახორცილებს.

შეხვედრა პირისპირ რეჟიმში ჩატარდა და შეხვედრის მიმდინარეობისას მასში მონაწილე პირებმა იმსჯელეს ბიოფსიქოსოციალური მოდელი პილოტირების მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო ნაბიჯებზე.

სახელმწიფო სისტემაში ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვამდე მნიშვნელოვანია შესწავლილი და გაანალიზებული იქნას ყველა ის მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც მოჰყვება შეზღუდული შესაძლებლობის განსაზღვრას პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფუნქციონირების და გარემო ბარიერების გათვალისწინებით.

შესაბამისად, მსგავსი შეხვედრები ემსახურება მიზანს, რომ აქტიურად დაიწყოს მუშაობა სახელმწიფო სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რათა სახელმწიფომ დროულად და ეფექტიანად აღასრულოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონით ნაკისრი ვალდებულებები.