ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე

15 ივნისი ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოსთვის იმის შეხსენებას, რომ ყველა ხანდაზმულ ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იცხოვროს ხანგრძლივ, ბედნიერ, ჯანმრთელ, ღირსების შესაბამის გარემოში და დაუშვებელია მათ მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა.  ხანდაზმულებზე ძალადობა არ მოიაზრებს მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას, ის შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ძალადობა, უგულებელყოფა და სხვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა 61 წელს გადაცილებული 1254 ადამიანი, მათგან 378 იყო კაცი და 876 ქალი.  ხოლო 2022 წლის იანვარი- აპრილის მონაცემებით 61 წლის და ზევით 391 ხანდაზმული გახდა ძალადობის მსხვერპლი. ჯანმოს ინფორმაციით, ხანდაზმულთა ძალადობის მაჩვენებელი COVID-19 პანდემიის დროს კიდევ უფრო საგრძნობლად გაიზარდა და ამას ცხადჰყოფს არსებული სტატისტიკაც. უნდა აღინიშნოს, რომ ხანდაზმულთა ძალადობა აარის გლობალური პრობლემა და არა მხოლოდ განვითარებადი ქვეყნების გამოწვევა.

სახალხო დამცველი 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშში საუბრობს ხანდაზმულ პირებთან დაკავშირებულ ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ანგარიშის მიხედვით ხანდაზმულების მიმართ ძალადობა ძირითადად ეკონომიკური, ფსიქოლოგიური ხასიათისაა, ასევე ხშირია შემთხვევები, როცა ოჯახის წევრები არ ზრუნავენ მათზე და  უგულებელყოფის მსხვერპლები ხდებიან მათი მხრიდან.

მნიშვნელოვანია, რომ სოციალური მუშაკები, სახელმწიფო, სვადასხვა უწყებები, ორგანიზაციები გაძლიერებულად ფოკუსირდნენ ხანდაზმულთა საკითხებზე, ეს იქნება კვალიფიციური კადრის მომზადება, ხანდაზმულთა ოჯახებთან მუშაობა, ძალადობის ხილვადობის გაზრდა თუ უფლებებზე დაფუძნებული პრაქტიკის განხორციელება. სოციალური მუშაკის მხრიდან ასევე მნიშვნელოვანია ადვოკატირების პროცესიც, კერძოდ, სოციალური მუშაკები ადვოკატირებას უნდა უწევდნენ ხანდაზმულთა უფლებებს დისკრიმინაციისა და შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლას და უნდა ცდილობდნენ მათი შესაძლებლობისა და პოტენციალის გაზრდას. რადგან დღეს საზოგადოებაში ხანდაზმულობაზე არსებული რწმენა-წარმოდგენები ძირითადად უკავშირდება სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს, რომ თუნდც ისინი ვერ/არ იქნებია საზოგადოების აქტიური წევრები, ცვლილების განამხორციელებლები და ა.შ. მსგავსი სტერეოტიპული დამოკიდებულება კი იწვევს ხანდაზმული ადამიანების დისკრიმინაციასა და იზოლირებას.

ხანდაზმული პირები არიან ოჯახების, თემების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებსაც დიდი წვლილის შეაქვთ საზოგადოების გაძლიერებასა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. შესაბამისად, მათ აქვთ უფლება განათლების, დასაქმების, გადაწყვეტილების პროცესში აქტიური მონაწილეობის.

ამ პროცესში კი ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი დაბერების პროგრამების განვითარების ხელშეწყობა, რაც გულსიხმობს უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას და ხანდაზმულ პირებს ეხმარება ცხოვრების ხარისხის გაზრდაში, დამოუკიდებლობაში, სოციალურ ჩართულობაში, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაში. ჯანსაღი დაბრება მათთვის ქმნის შესაძლებლობას იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები, სადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარემოს,   რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება და რომელიც დიდ გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე, სოციალიზაციაზე,  შესაძლებლობებსა თუ კეთილდღეობაზე. ამიტომაც პროგრამა მასში მომუშავე მილტიდისციპლინურ გუნდთან ერთად  მიმართულია ხანდაზმულთა ფიზიკურ, გონებრივ გააქტიურებაზე, სოციალურ ჩართულობაზე, სოციალური იზოლაციის დაძლევასა  და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს. ვიმედოვნებთ რომ ჩვენს საზოგადოებაში გაიზრდება ცნობიერება და ხილვადობა ხანდაზმულთა ძალადობის და უფლებების შესახებ, რათა თითოეულ მათგანს ქონდეთ ღირსეული სიბერე.