გიწვევთ რიგით მეორე საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაზე სახელწოდებით “სოციალური მუშაობა, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პროფესია”. კონფერენცია ეძღვნება საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის 18-წლიან მოღვაწეობას და ადამიანის უფლებათა დღეს (ყოველწლიურად ეს დღე 10 დეკემბერს აღინიშნება).
კონფერენციის მიზანია სოციალური მუშაობის, როგორც გლობალური პროფესიის შესახებ ცნობიერების ამაღლება, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანის უფლებებზე.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშობის პროგრამები. პროგრამას მხარდაჭერას უწევს ევოკავშირის პროექტი “Strengthening Social Protection in Georgia” , რომელსაც ახორციელებს Expertise France და ჩეხეთის განვითარების სააგენტო.
კონფერენცია გაიმართება 9 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსში, საკონფერენციო დარბაზში G106 (პირველი სართული, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5. ), 11 საათზე.
დასწრება თავისუფალია! მოხარულები ვიქნებით თუ შემოგვიერთდებით.