ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

სოციალური მუშაობის ცნობადობის გაზრდა - განხორციელებული საქმიანობები და სამომავლო ნაბიჯები

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ 23 ივნისს გამართა შეხვედრა, რომლის დროსაც ორგანიზაციის მიერ მომზადებული ვიდეო და ანიმაციური რგოლები, საინფორმაციო ბუკლეტები (მასალა ხელმისაწვდომია 3 ენაზე) გააცნო სოციალურ მუშაკთა თემის წარმომადგენლებს.

ამასთან, შეხვედრისას დისკუსიის რეჟიმში განხილულ იქნა პროფესიის პოპულარიზაციისთვის გადასადგმელი საჭირო  ნაბიჯები.  შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიის წარმომადგენლები. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია დაარსების დღიდან ზრუნავს პროფესიის განვითარებაზე, პოპულარიზაციასა და მის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.  სოციალური მუშაობის პროფესიის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით წლების განმავლობაში არაერთი ღონისძიება გაიმართა, მომზადდა ვიზუალური მასალა, ჩატარდა ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები.

2022 წელს კი საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ პროექტის „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, ექსპერტის ფრანსის მხარდაჭერით მომზადდა ვიდეორგოლები სოციალური მუშაობის პროფესიის შესახებ სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული სოციალური მუშაკების ჩართულობით. აღნიშნულ ვიდეო რგოლში დასაქმებული სოციალური მუშაკები საუბრობენ თავიანთი საქმიანობის შესახებ, მათ წარმატებულ შემთხვევებზე, მოტივაციაზე პროფესიის არჩევისას, არსებულ გამოწვევებზე და თუ როგორ აისახება მათი შესრულებული საქმიანობა ბენეფიციართა კეთილდღეობაზე. მომზადებული მასალა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საგანანმანათლებლო პროცესში, სოციალური მუშაობის სფეროს პოპულარიზაციის კამპანიებში, სატელევიზიო გადაცემებისას და ასე შემდეგ. ამას გარდა მომზადდა 2 ანიმაციური ვიდეო სოციალური მუშაობის შესახებ (რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზეც გადიოდა). მომზადდა მითების და რეალობის შესახებ 2 ვიდეო რგოლი და ასევე საინფორმაციო ვიდეო სტუდნეტური პროექტის INSIDE OUT შესახებ, რომელიც ძალადობის შესახებ ცდნობიერების კამპანიას შეეხებოდა. ამასთან, დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტები და პოსტერები სოციალური მუშაობის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით. თითოეული ხელმისაწვდომია 3 ენაზე - ქართული, აზერბაიჯანული და სომხური.

გარდა შემუშავებული ვიზუალური მასალის პრეზენტაციისა, ასოციაციამ შეხვედრისას ფასილიტაცია გაუწია დისკუსიას სოციალური მუშაობის პროფესიის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების შესახებ. გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი მიმართულება და კოორდინაციის აუცილებლობა. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოამზადებს დისკუსიის დროს გამოკვეთილი საჭიროებების და იქვე დასახელებული საპასუხო ნაბიჯების  ჩამონათვალს და გაუგზავნის სფეროს ყველა დაინტერესებულ პირს. ამასთან, ასოციაცია გააგრძელებს ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. შემდგომი შეხვედრები დაიგეგმება ასოციაციის წევრების და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით. შეხვედრისას თემის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს აქტიურად გაავრცელონ ასოციაციის მიერ გაზიარებული მასალები.

პროექტი 2023 წელს დასრულდა, თუმცა ის ფასდაუდებელი მასალა, რომელიც პროექტის ფარგლებში შეიქმნა, ხელმისაწვდომია ასოციაციის Youtube არხზე, Facebook გვერდზე და ასოციაციის ვებგვერდზე. ამასთან, ასოციაცია თავის წევრებს აუცილებლად ელექტრონულად გაუზიარებს როგორც ვიდეო, ისე ბეჭდური მასალის ონლაინ ვერსიებს.

შეხვედრის დასასრულს ასოციაციამ პროექტის პარტნიორ სახელმწიფო უწყებებს სსიპ დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალურ ცენტრს, სსიპ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, კარიტასის ცენტრ „ჰარმონიას“ საზეიმოდ გადასცა მასალები. ასოციაცია მადლობას უხდის ვიდეო რგოლში მონაწილე სოციალურ მუშაკებს, უწყებებს, ორგანიზაციებს თანამშრომლობისთვის და Expertis France-ს და ევროკავშირს პროექტის მხარდაჭერისთვის.

მასალაზე წვდომის სირთულეების შემთხვევაში, მოგვწერეთ ელფოსტაზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.