ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ქეთევან გიგინეიშვილს და ქეთი ლეკიშვილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის ერთობლივი ინგლისურენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ

5 სექტემბერს, წიგნის სახლში „ლიგამუსი" სასერტიფიკატო კურსის, „სამართლიანი საზოგადოება: კანონის უზენაესობა და კეთილდღეობაზე ხელმისაწვდომობა" მონაწილეებს, მათ შორის სოციალურ მუშაკთა ასოციაციის გუნდის წევრებს - ქეთევან გიგინეიშვილს და ქეთი ლეკიშვილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის ერთობლივი ინგლისურენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ.

კურსი განკუთვნილი იყო ილიაუნისა და საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის, პოლიტიკის მეცნიერების, სოციალური მუშაობის, საჯარო ადმინისტრირების (ან სხვა მონათესავე დარგის) სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის. კურსის მონაწილეებს საშუალება მიეცათ, გაეღრმავებინათ ცოდნა კანონის უზენაესობისა და კეთილდღეობის სახელმწიფოების წარმოშობის, განვითარებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, შეესწავლათ ის სამართლებრივი, პოლიტიკური და სოციალური პირობები, რომლებიც აყალიბებენ უფლებებს და განაპირობებენ კეთილდღეობაზე თანაბარ /არათანაბარ ხელმისაწვდომობას.

კურსი სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის პროექტმა „Just Society”-მა დააფინანსა.