ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობასა“ და Hilfswerk International - ის ერთობლივი სამოქალაქო ფორუმი გაიმართა

2023 წლის 15-16 სექტემბერს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიმართა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობასა“ და Hilfswerk International - ის ერთობლივი სამოქალაქო ფორუმი სახელწოდებით „ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე“.

ფორუმი ეძღვნებოდა დმანისისა და გორის მუნიციპალიტეტებსა და დაბა კაზრეთში მცხოვრები ხანდაზმულების პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებსაც უფროსი თაობის წარმომადგენლები პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებებით სარგებლობის პროცესში აწყდებიან.

ღონისძიება გაიმართა პროექტის „მხარდაჭერის სახლი - მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) და საქართველოში ხორციელდება Hilfswerk International-ისა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობას“ მიერ, „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა“ და „საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრთან“ ერთად. 

დმანისისა და გორის მუნიციპალიტეტებში, 2021 წლის ზაფხულში, ჩამოყალიბდა „მხარდაჭერის სახლი“, რომელიც უფროსი თაობის წარმომადგენლებს უწევ შინმოვლის პროფესიონალურ მომსახურებას პროექტის ფარგლებში უფასოდ. ასევე, ამავე რეგიონებში და კაზრეთში ფუნქციონირებენ ჯანსაღი დაბერების ცენტრები.

ფორუმის მიზანი იყო, საზოგადოების სხვადასხვა ფენისა და საჯარო უწყებების წარმომადგენლის დღის წესრიგში, ხანდაზმულების წინაშე არსებული გამოწვევების დაყენება.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა დარგის ექსპერტებმა, სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა.

მონაწილეებმა, მრგვალი მაგიდის ფარგლებში იმსჯელეს უფროსი თაობის წარმომადგენლების წინაშე არსებული პრობლემების ირგვლივ და შეიმუშავეს მათი გადაჭრის გზები და რეკომენდაციები.