ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

რეგიონალური კონფერენცია

2018 წლის 28 მარტს, ოთხშაბათს, 10:00 სთ.-ზე, სასტუმროში თბილისი მარიოტი (რუსთაველის გამზ. 13), ავსტრიული საერთაშორისო ორგანიზაცია ჰილფსვერკი, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად, მასპინძლობს რეგიონულ კონფერენციას, რომლის მიზანია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტის „სოციალური მუშაკები თანამშრომლობენ სოციალური ცვლილებისთვის“ ძირითადი შედეგებისა და მიღწევების წარდგენა და ასევე, სოციალური რეფორმების აქტუალური კითხვებისა და სოციალური მუშაობის პროფესიონალიზაციის პროცესის განხილვა აღმოსავლეთ მეზობლობის რეგიონში.

ღონისძიებას გახსნიან იანოშ ჰერმანი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, გერჰარდ შაუმბერგერი, ავსტრიის განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი  და თამილა ბარკალაია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. ღონისძიების შემდგომ ნაწილში წარმოგიდგენთ პროექტის კონკრეტულ შედეგებსა და მიღწევებს პროექტში ჩართულ ოთხ ქვეყანაში.
პროექტის შედეგები გვიჩვენებს, რომ სოციალური მუშაკების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური რეფორმების ეფექტურობის წინაპირობას წარმოადგენს და რომ სოციალური თანამშრომლობის სათემო ქსელები, რომლებშიც ყველა შესაბამისი აქტორი მონაწილეობს სოციალური, საგანმანათლებლო, სამედიცინო, უსაფრთხოებისა და სხვა სფეროებიდან, მოწყვლადი ჯგუფებისთვის უფრო ეფექტური და მიზანმიმართული მხარდაჭერის საწინდარია.
წინაისტორია
კონფერენცია ორგანიზებულია პროექტის „სოციალური მუშაკები თანამშრომლობენ სოციალური ცვლილებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო. პროექტს ახორციელებს ავსტრიული საერთაშორისო ორგანიზაცია ჰილფსვერკი, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან, სომხეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან, აზერბაიჯანის სოციალური მუშაობის საზოგადოებრივ კავშირსა და მოლდოვის რესპუბლიკის ექთნების ასოციაციასთან ერთად. პროექტი ხორციელდება 2015 წლის აგვისტოდან 2018 წლის მაისამდე. პროექტის ძირითადი მიზანია სოციალური მუშაობის ცნების განვითარება და გაძლიერება და ასევე, სოციალური მუშაობის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის განვითარება და გაუმჯობესება პროექტში მონაწილე ოთხ ქვეყანაში. აღნიშნული პროექტის მეშვეობით, სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და მოლდოვაში გაიზარდა სოციალურ მუშაკთა ასოციაციების შესაძლებლობები, რათა მათ გაეძლიერებინათ საკუთარი 10.500 წევრი და ასევე, 160 ადგილობრივი ორგანიზაცია. უფრო მეტიც, 15 მცირე გრანტი გაიცა 24 ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაზე სომხეთში, საქართველოსა და მოლდოვაში, რომელთა მიზანიც იყო რისკის წინაშე მყოფი მოწყვლადი ოჯახებისა და ბავშვებისთვის კოორდინირებული მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა.