ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

სამეცნიერო კონფერენცია: "სოციალური მუშაობა - მეცნიერება სოციალური ცვლილებებისთვის"

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, 2021 წლის 18-19-20-21 მაისს მართავს სოციალურ მუშაობაში პირველ სამეცნიერო კონფერენციას, თემაზე: "სოციალური მუშაობა - მეცნიერება სოციალური ცვლილებებისთვის"

კონფერენციის მიზანია საქართველოში სოციალური მუშაობის, როგორც პრაქტიკული მეცნიერების, მხარდაჭერა და პოპულარიზაცია; სფეროში პირველი სამეცნიერო კონფერენციის პრეცენდენტის დაშვებით, ახალგაზრდა პროფესიონალების დაინტერესება კვლევითა და სამეცნიერო საქმიანობით, რაც წარმოადგენს სოციალური მუშაკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს. ასევე, საქართველოში დაგროვებული მეცნიერული მტკიცებულებების გაზიარება სოციალური მუშაობის სფეროში მომუშავე მეცნიერებისთვის,  მკვლევარებისთვის, პრაქტიკოსებისთვის, ექსპერტებისთვის, სტუდენტებისთვის, მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

კონფერენცია ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლათფორმის საშუალებით.

კონფერენციაში მონაწილეობისა და დასწრებისთვის უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია. 

რეგისტრაციისა და სხვა დეტალური ინფომაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ კონფერენციის ვებგვერდს