ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

„სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სოციალური მოდელის პილოტირების“ პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

2021 წლის 13-15 ივლისს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრის სოციალური მოდელის პილოტირება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციის Expertise France-ის წარმომადგენლები და მათი მოწვეული ფრანგი ექსპერტები, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლები და პროექტის თანამშრომლები, ადგილობრივი ექსპერტი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, რომელიც შეხვედრაში ონლაინ ჩაერთო.

შეხვედრის მიმდინარეობისას განხილული იყო  პროექტის შედეგები, არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. გარდა ამისა, ადგილობრივმა ექსპერტმა წარმოადგინა მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის შედეგები, ხოლო Expertise France-ის წარმომადგენლებმა აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის პილოტის მონაცემების ანალიზი. ამასთან გაიმართა დისკუსია მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და სტატუსის განსაზღვრის თავისებურებებზე ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებთან.

პროექტი „ექსპერტიზ ფრანსის“ ტექნიკური მხარდაჭერით და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება და მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს სრულდება.