ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ დაიწყო პროექტის სოციალური მუშაობის ხარისხის გაძლიერება სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სააგენტოში (Strengthening the quality of social work at the Agency for State Care and Assistance For the (Statutory) Victims of Human trafficking (SCA)), რომლის მიზანიც გახლავთ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მხარდაჭერა სოციალური მუშაობის გაძლიერების მხრივ.

ვრცლად...

პროექტის „მხარდაჭერის სახლი - მომსახურებები ხანდაზმულთა ღირსეული ცხოვრებისათვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში“ ფარგლებში, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ 7-8 მაისს, გორსა და დმანისში ჩაატარა ტრენინგები შინ მოვლის მობილური ჯგუფისთვის და ჯანსაღი დაბერების ცენტრის თანამშრომლებისთვის. ტრენინგი შეეხებოდა ეფექტურ კომუნიკაციას და ინტერვიუს.

ვრცლად...

„გაიფართოვე ჰორიზონტი და შეცვალე დამოკიდებულება“

„გოგონათა გაერთიანება ქმნის ნათელ მომავალს“

„შთააგონე შემდეგი თაობა“

---

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია  უერთდება გოგონების საერთაშორისო დღეს კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში (ICT), რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება 23 აპრილს.

ვრცლად...

მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირების ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლების და სფეროს ექსპერტების ჩართულობით.

ვრცლად...

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით 2022 წლის 12 აპრილს მართავს სამეცნიერო კონფერენციას სახელწოდებით  „სოციალური მუშაობა კრიზისში მყოფი ბავშვების მხარდასაჭერად“.

ვრცლად...

2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ყატარის სახელმწიფოს მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც ყოველწლიურად 2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობიერების მსოფლიო დღედ აცხადებს.

ვრცლად...