ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

„მობილური მულტიდისციპლინური გუნდის შექმნა შსს-ს შემადგენლობაში შემავალი დროებითი დაკავების იზოლატორებისთვის“

პროექტის მიზანი: წინასწარი დაკავების იზოლატორებში მობილური მულტიდისციპლინური გუნდის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და/ან ფსიქიატრი, საჭიროებიდან გამომდინარე. ადგილზე პირველადი ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერის გაწევა ბენეფიციარებისთვის.
პროექტის ამოცანები:
  • საჭიროებების შეფასება;
  • მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის მეთოდოლოგიის, ინსტრუმენტების, გზამკვლევების, ხარისხის შეფასების ინსტრუმენტის შექმნა;
  • მულტიდისციპლინური გუნდის ჩამოყალიბებაში მხარდაჭერა;
  • პილოტირების ფაზის სუპერვიზია;
  • ტრენინგ-პროგრამის განვითარება და მულტიდისციპლინური გუნდისა და მონიტორინგის ჯგუფის გადამზადება.სამიზნე ჯგუფი: შსს-ს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოხვედრილი არასრულწლოვნები, 18-21 წლამდე პირები და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დაკავებული ზრდასრული პირები.
განხორციელების პერიოდი: 2018 წლის იანვარი-აგვისტო.
ბიუჯეტი: 38 764 ლარი
დონორი: გაეროს ბავშვთა ფონდი
პარტნიორები: გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი.