4 ოქტომბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა ოჯახების მოწყვლადობის (ფოკუსით ბავშვთა მიმართ ძალადობის და ბავშვთა შრომის შემთხვევებზე) განმაპირობებელ ფაქტორებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს პირველი ოფიციალური შეხვედრა.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენელმა სოფიო ბაჩილავამ, მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის პირველ საჯარო სკოლაში ჩაატარა ტრეინინგი, თემაზე ,,ბულინგის პრევენციის ხერხები''. სამიზნე ჯგუფი მერვე კლასის მოსწავლეები იყვნენ.
2 ოქტომბერს, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენელმა ნათია მაჭარაშვილმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის მიმართულების სტუდენტებთან ასოციაციის ისტორიის, საქმიანობისა და მიზნების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.