საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ 31 იანვარს გამართა ტრენინგი, წევრი პრაქტიკოსი სოციალური მუშაკებისათვის, თემაზე: "სოციალური მუშაობა ემოციების მართვის სირთულეების მქონე პირებთან" მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები ტრენინგის მიმდინარეობაში და აღნიშნეს, რომ მათი პროფესიული განვითარებისთვის არსებული თემა ძალიან მნიშვნელოვანია და პრაქტიკულ საქმიანობაში აქტიურად გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას.