თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალური მუშობის საბაკალავრო პროგრამა
თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალური მუშობის საბაკალავრო პროგრამა
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ეწევა აქტიურ კამპანიას სოციალური მუშაობის პოპულარიზაციის მიზნით. ამ მიზნით ექსპერტის ფრანსთან თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა საინფორმაციო ვიდეოები სოციალური მუშაობის შესახებ. გთხოვთ გაეცნოთ და გაავრცელოთ ვიდეო, სადაც სოციალური მუშაობის შესახებ მითებზეა საუბარი.
გაეცანით, აღდგენითი პრაქტიკის საერთაშორისო ორგანიზაციის (RPI) გამგეობის ექს-დირექტორის, კრის სტრაკერის ინტერვიუს ქ-ნ ნინო შატბერაშვილთან ბავშვებსა და მოზარდებში პრევენციული მუშაობის მნიშვნელობაზე, შესაბამისად, საგანმანათლებლო სისტემაში სოციალური მუშაობის დიდ მომავალზე.
15 ივნისი ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოსთვის იმის შეხსენებას, რომ ყველა ხანდაზმულ ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იცხოვროს ხანგრძლივ, ბედნიერ, ჯანმრთელ, ღირსების შესაბამის გარემოში და დაუშვებელია მათ მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა. ხანდაზმულებზე ძალადობა არ მოიაზრებს მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას, ის შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ძალადობა, უგულებელყოფა და სხვა.