სამშაბათს 13 თებერვალს, 18:00 საათზე საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციას ესტუმრება ჩვენი სახელგანთქმული უცხოელი კოლეგა მარკ დოელი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი პროფესიის განვითარებაში. იგი ექსპერტის სტატუსით აქტიურად გახლდათ ჩართული საქართველოში სოციალური მუშაობის დაფუძნებაში და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამაგისტრო პროგრამას. ამ დამსახურებების გამო ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეზე მარკ დოელს მიენიჭა თსუ-ს საპატიო წევრის ტიტული. მარკ დოელის ავტორობით არაერთი სახელმძღვანელოა გამოცემული, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ბოლო და განსაკუთრებული ნამუშევარია წიგნი სახელწოდებით „სოციალური მუშაობა 42 და მეტ ნივთში“/„Social Work in 42 Objects and more” რომელიც 2017 წელს დაიბეჭდა. წიგნში განხილულია თუ რა ასოციაციას იწვევს სოციალური მუშაობა ადამიანებში. სწორედ ამ წიგნიდან გამომდინარე, სპეციალურად სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წევრებისთვის დაიგეგმა შეხვედრა თემაზე "სოციალური მუშაობა ხელოვნებაში და/ან ასოციაციურად" გეპატიჟებით ამ ძალიან საინტერესო შეხვედრაზე, არ გამოტოვოთ გამოცდილ კოლეგასთან და ჩვენი პროფესიის განვითარების მხარდამჭერთან შეხვედრის შესაძლებლობა. შეხვედრა ჩატარდება ინგლისურ ენაზე, გთხოვთ, დაგვიდასტუროთ შეხვედრაში მონაწილეობა, გაითვალისწინეთ, რომ ადგილები შეზღუდულია.