Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

მითი თუ რეალობა

სოციალური მუშაკი

ხშირად ვფიქრობ ბოლო პერიოდში გავრცელებულ მოსაზრებაზე - რომ სოციალური მუშაკი ბიოლოგიურ ოჯახებს ბავშვებს ,,ართმევს’’ და გამოჰყავს ბიოლოგიური გარემოდან. მგონია, ამას ხელს უწყობს როგორც ერთეული შემთხვევები, ასევე მედიაში ბოლო დროს გავრცელებული სატელევიზიო სიუჟეტები, რომლებითაც ჟურნალისტები ერთი მხრივ, ცდილობენ მძაფრად და ყოველგვარი შესწავლის გარეშე წარმოაჩინონ ვითარება, ხოლო მეორე მხრივ, პროფესიის დისკრედიტირებაში ლომის წვლილი შეაქვთ.

ეს ყველაფერი გამოიხატება: პროფესიის არასწორად სახელდებასა (ხშირად სოციალურ მუშაკს  სოციალურ აგენტად მოიხსენიებენ) და სოციალური მუშაკების საქმიანობის მხოლოდ უარყოფით კონტექსტში გაშუქებაში. 

გულსატკენია, როცა საქმე ეხება მედიის მხრიდან პროფესიის ნეგატიურ კონტექსტში გაშუქებას. თავის მხრივ, ამ ყველაფერზე რეაგირება არ აქვთ სოციალური მუშაკების დამქირავებლებსაც, რომლებიც  მხოლოდ თავის მართლების პოზიციაში დგან და ცდილობენ, არ გააღიზიანონ საზოგადოება. უჭირთ, აღიარონ სისტემაში არსებულ სირთულეები - ის, რომ სოციალურ მუშაკებს არ აქვთ ბენეფიციარებთან სამუშაოდ შესაბამისი ინსტრუმენტები, რომ ყოველდღიურად უწევთ ზეგანაკვეთური ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც მაინცდამაინც სოციალური სამუშაოს პროფესიის ფუნქცია არ არის და რომელსაც არ სჭირდება სოციალურ სამუშაოს ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი. დამსაქმებლები არ აღიარებენ, რომ აკადემიური ხარისხის მქონე პროფესიონალების არსებობის მიუხედავად, ვერ ინარჩუნებს მათ სამუშაო ადგილებზე, რადგან ვერ აძლევს პროფესიული ზრდის, პროფესიული ვალდებულებების შესრულების საშუალებას. სამართლიანობა მოითხოვს ასევე, თუ ვიტყვი, რომ არც სოციალური მუშაკები ვართ ამ მხრივ  პრაქტიკულები - გვიჭირს, დავიცვათ ჩვენი პროფესიული უფლებები, უპირველეს ყოვლისა ვერ ვახდენთ ჩვენი პროფესიული უფლებების ადვოკატირებას, არ გვაქვს რწმენა იმისა, რომ შეგვიძლია ცვლილებების მოხდენა და ვრჩებით სისტემის საცეცებად, რომელიც გვკარნახობს როგორ ვიმოქმედოთ პროცედურებისა და სამუშაო აღწერილობების ჩარჩოში. და როცა სწორედ ამ პრობლემების არსებობის გამო შეცდომებს ვუშვებთ, მხოლოდ სოციალური მუშაკი იღებს საყვედურს, ისჯება და ტოვებს სამსახურს. არავინ დაობს, რომ უამრავი მიმართულებით მომუშავე და სამუშაო ინსტრუმენეტებით, მეთოდებით არასათანადო აღჭურვილი სოციალური მუშაკი შეუძლებელია ხარისხიან მომსახურებას უწევდეს ბენეფიციარებს.

რაც შეხება მოსაზრებას, რომ „სოციალური მუშაკები არიან ,,ჯალათები’’ და ბავშვებს მშობლებს აშორებენ“  მითია, რომელსაც წარმატებით ამკვიდრებს მედია და მის საპირწონე რეალობად უამრავი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია სოციალურ მუშაკებს, თუმცა ამას არ ვაკეთებთ, ვდუმვართ ჩვენი წარმატებული შემთხვევების შესახებ, გვეუხერხულება, ან არ გვსურს ჩვენი სამუშაოს გამოაშკარავება. იმაში, რომ საზოგადოებას არ მივეცით შესაძლებლობა, დაენახა თუ რა სასიკეთო ცვლილების მოხდენა შეუძლია  ჩვენს პროფესიას, სისტემასთან ერთად თითოეული ჩვენგანის ლომის წვლილიცაა. სოციალური მუშაკები სწორედ ცვლილებების რწმენამ მოგვიყვანა ამ პროფესიაში, რომლის მთავარ ღირებულებებსაც,  სამწუხაროდ, თანდათან დავამახინჯებთ და დავკარგავთ, თუკი არ შევჩერდებით და გავიაზრებთ, რეალურად რა შეუძლია ჩვენს პროფესიას ამ მითის გასაქარწყლებლად  და არ ვიმოქმედებთ საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფაში ჩვენი პროფესიული წვლილის შესატანად. საზოგადოების კეთილდღეობა არის სოციალური მუშაობის, როგორც პროფესიის, ჭეშმარიტი არსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი უმოქმედობით მითის რეალობად ქცევის რისკი კვლავ იარსებებს და ჩვენდაუნებურად  სათავეს კიდევ უფრო მეტ მცდარ მოსაზრებას დავუდებთ.
 
 
 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2552339
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
1068
240
10376
2535692
27932
41894
2552339
Your IP: 3.12.165.68
2024-12-23 06:02