Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

ასოციაციის თავჯდომარე რუსთავში ქვემო ქართლის წევრებს შეხვდა

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავჯდომარე ქვემო ქართლის წევრებს შეხვდა რუსთავში. კოლეგებმა განიხილეს პროფესიული მიღწევები, გამოწვევები, მათ წინაშე არსებული სისტემური თუ ინდივიდუალური პრობლემები და შეთანხმდნენ სამომავლო გეგმებზე.

სოციალურმა მუშაკებმა აღნიშნეს რეგიონში მიმდინარე სასიხარულო სასიკეთო სისტემური ცვლილებები, მხარდამჭერი პარტნიორები და დამქირავებლები. მათ გამორჩეულად აღნიშნეს ბოლნისის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა თანადგომა პროფესიული მოვალეობის აღსრულებისას. მათ თქვეს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი გოგი მეშველიანი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი იროდი უგრეხელიძე მუდამ მზად არიან სოციალური მუშაკებისა და მათი ბენეფიციარების მხარდაჭერისათვის. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წევრი ყველა სოციალური მუშაკის სახელით დიდ მადლობას ვუცხადებთ ბატონ გოგისა და ბატონ იროდის ასეთი გულითადი თანამშრომლობისათვის! სოციალური მუშაკების მხარდაჭერა ხომ მათი ბენეფიციარების სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, ამიტომ დამქირავებელთა თანადგომა მნიშვნელოვანია!

კოლეგებისათვის უდიდეს გამოწვევად რჩება პროფესიული მანდატის აღსრულებაში ხელშემშლელი ფაქტორები, როგორიცაა არასახარბიელო სამუშაო გარემო, რომელიც მათ ზღუდავს სოციალური მუშაკის მომსახურების მიწოდებაში; ბიუროკრატიული ფუნქციების სიჭარბე, რაც მათ აღარ უტოვებს დროს უშუალო პროფესიული მოვალეობის აღსრულებისათვის. მათ ხაზი გაუსვეს სამუშაო ინსტრუმენტებისა და პროცედურების განახლების საჭიროებას, კრიზისული დახმარების მოქნილობის გაზრდის აუცილებლობას. ქვემო ქართლშიც ხაზი გაესვა სოციალურ მუშაკთა გადაწყვეტილების პროცესში ჩართვის აუცილებლობას სოციალური მომსახურებების მიწოდების, საკანონმდებლო ბაზის შექმნისა ან/და კორექტირების, სოციალური პროგრამირების და პოლიტიკის ფორმირებისას. 

გამოიკვეთა კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებთან მუშაობის სპეციფიკის დახვეწის საჭიროება (მაგალითად, ხანდაზმულებთან). გამოიკვეთა მრავალი სისტემური ხარვეზი, რაც აუცილებლად ითხოვს განხილვას. სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავჯდომარე გეგმავს შეხვედრას დაინტერესებულ პირებთან (მათ შორის სოციალურ მუშაკთა დამქირავებლებთან), როდესაც სრული სურათი ექნება მთელი საქართველოს შემოვლის შემდეგ. 


ქვემო ქართლელი კოლეგებიც სიხარულით შეხვდნენ სოციალურ მუშაკთა კლუბის ფორმირების იდეას, რომლის ფუნქცია იქნება საერთაშორისო მასშტაბით სფეროში მიმდინარე პროცესების, მიღწევებისა თუ დებატების გაშუქება. კლუბი ფუნქციონირებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყებს.

ასოციაციის წევრთა შეხვედრები სისტემატურ ხასიათს მიიღებს. ქვემო ქართლელმა კოლეგებმა გამოთქვეს სხვა რაიონებში და სხვა სფეროებში მომუშავე კოლეგებთან შეხვედრის სურვილი აზრთა გამოცვლა-გამოცვლისა და პრაქტიკის დეტალების გაზიარების მიზნით. ასოციაციამ ამ შეხვედრების ორგანიზების ვალდებულება სიამოვნებით იტვირთა. მართლაც მნიშვნელოვანია თანმიმდევრულად და საერთო ძალისხმევით შევუდგეთ პროფესიულ განვითარებას!

დღევანდელი შეხვედრის ყველა მონაწილეს დიდი მადლობა ასეთი ჩართულობის, ღიაობის, აქტუალური საკითხების წარმოჩენისა და გულთბილი დახვედრისათვის!

ნინო შატბერაშვილი
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავჯდომარე


 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2512242
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
6
1476
9553
2498807
29729
43677
2512242
Your IP: 3.142.98.111
2024-11-25 00:07