საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე შიდა ქართლის რეგიონის წევრებს შეხვდა გორში. კოლეგებმა განიხილეს პროფესიული მიღწევები, გამოწვევები, სოციალური მომსახურებების მიწოდების ხარისხი რეგიონში, არსებული მომსახურებების დახვეწისა და არარსებულის საჭიროებების მიზეზები, მათ წინაშე არსებული სისტემური თუ ინდივიდუალური პრობლემები და შეთანხმდნენ სამომავლო გეგმებზე.
სოციალურმა მუშაკებმა აღნიშნეს რეგიონში მიმდინარე სასიკეთო სისტემური ცვლილებები, მხარდამჭერი პარტნიორები და დამქირავებლები, ასევე ისაუბრეს კოორდინაციის სისუსტეზეც უწყებებსა და კოლეგებს შორის.
სასიკეთო ნაწილში მათ გამორჩეულად აღნიშნეს გორის მუნიციპალიტეტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსის დავით ჩიხლაძის თანადგომა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქუთათელაძის მხარდაჭერა და გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ონიაშვილის მყისიერი რეაგირება სოციალურ მუშაკთა მიმართვისთანავე ბენეფიციართა საჭიროებების დაკმაყოფილების თაობაზე. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წევრი ყველა სოციალური მუშაკის სახელით დიდ მადლობას ვუცხადებთ მათ ასეთი ნაყოფიერი და გულითადი თანამშრომლობისათვის! იმისათვის, რომ მათ ესმით, რეგიონში სოციალურად მოწყვლად ადამიანთა სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებაში სოციალური მუშაკების მხარდაჭერის მნიშვნელობა. ვიცით რა, რომ ასეთი ცოდნა ყველა რეგიონში არ არსებობს, მოვუწოდებთ სხვა რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს გაიზიარონ შიდა ქართლელი კოლეგების გამოცდილება!
შიდა ქართლელი კოლეგებისათვისაც უდიდეს გამოწვევად რჩება პროფესიული მანდატის აღსრულებაში ხელშემშლელი ფაქტორები, როგორიცაა: არასახარბიელო სამუშაო გარემო, რომელიც მათ ზღუდავს სოციალური მუშაკის მომსახურების მიწოდებაში; ტრანსპორტირების პრობლემები (კოლეგებმა გაგვიზიარეს გადაადგილებისას გადამხდარი კურიოზული შემთხვევებიც კი, რომლებიც საბედნიეროდ კარგად დასრულდა, თუმცა ლოგიკური ალბათობით შეიძლებოდა ასე არც მომხდარიყო); ბიუროკრატიული ფუნქციების სიჭარბე, რაც მათ აღარ უტოვებს დროს უშუალო პროფესიული მოვალეობის აღსრულებისათვის. მათ ხაზი გაუსვეს სამუშაო ინსტრუმენტებისა და პროცედურების განახლების საჭიროებას, კრიზისული დახმარების პროგრამის მოქნილობის გაზრდის აუცილებლობას.
შიდა ქართლშიც ხაზი გაესვა სოციალურ მუშაკთა გადაწყვეტილების პროცესში ჩართვის აუცილებლობას სოციალური მომსახურებების მიწოდების, საკანონმდებლო ბაზის შექმნისა ან/და კორექტირების, სოციალური პროგრამირების და პოლიტიკის ფორმირებისას. მათ ამის საჭიროების აუცილებლობაში კიდევ უფრო არწმუნებს ადგილობრივ თვითმმართველობასთან მათი წარმატებული თანამშრომლობით ოჯახებისათვის რეინტეგრაციის დახმარების დანიშვნის შემთხვევა, რომლის შედეგადაც ადგილობრივი თვითმმართველობა ოჯახების დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ეს უდავოდ დიდი მიღწევაა და სასურველია სხვა რაიონებმაც მიბაძონ შიდა ქართლელებს!
გამოიკვეთა კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებთან სოციალური მუშაობის პრაქტიკის დანერგვის აუცილებლობა (მაგალითად, ხანდაზმულებთან). ხაზი გაესვა სხვადასხვა უწყებებს შორის სოციალური მომსახურების მიწოდების პასუხისმგებლობის გადანაწილების აუცილებლობას, მომსახურებების მიწოდების თანმიმდევრულობის უზრუნველყოფას. კოლეგებმა აღნიშნეს სათემო სოციალური მუშაობის განვითარების დიდმნიშვნელოვნება. დასახელდა მრავალი სისტემური ხარვეზი, რაც აუცილებლად ითხოვს განხილვას. მათ გაგვიზიარეს სხვადასხვა საკითხებზე კომპეტენციების გაღრმავების სურვილი. ასევე, სექტორთა შორის სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობა, რის საშუალებასაც არ იძლევა სახელმწიფო სოციალური მუშაკების გადატვირთული სამუშაო გრაფიკი. ისევე როგორც სხვა რეგიონებში, შიდა ქართლშიც კოლეგებმა აღგვაფრთოვანეს გაწეული სამუშაოთი, რასაც ისინი ყოველგვარი აღიარებისა და ასახვის გარეშე ასრულებენ. მაგალითად, ნორმირებული სამუშაო დღის შემდეგ რამდენ ხანს ატარებენ სხვადასხვა უწყებებში ან სხვადასხვა ოჯახებში მათი ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად, რისთვისაც ზოგჯერ არათუ აღიარებას, არამედ გულისწყრომასაც კი იწვევენ დაუმსახურებლად. სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავჯდომარე გეგმავს შეხვედრას დაინტერესებულ პირებთან (მათ შორის სოციალურ მუშაკთა დამქირავებლებთან), როდესაც სრული სურათი ექნება მთელი საქართველოს შემოვლის შემდეგ.
კოლეგები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია ასოციაციის წევრთა სისტემატიური შეხვედრები, ისევე როგორც შეხვედრები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სოციალურ მუშაკებს შორის. ასოციაცია ამ შეხვედრების ორგანიზების ვალდებულებას სიამოვნებით აღასრულებს, რადგან მიგვაჩნია, პროფესიის განვითარების ყოველ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ერთად გავიაზროთ არსებული სიტუაცია და ერთადვე დავგეგმოთ სამომავლო სვლები!
შეხვედრის ყველა მონაწილეს დიდი მადლობა ასეთი ჩართულობის, ღიაობის, აქტუალური საკითხების წარმოჩენისათვის! პარტნიორ ორგანიზაცია ბილიკს კი გულთბილი დახვედრისათვის!
ნინო შატბერაშვილი
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავჯდომარე