ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის დღის აღსანიშნავად საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციაში გაიმართა შეხვედრა სხვადასხვა სკოლის წარმომადგენელ მოსწავლეებთან თემაზე: „უფლებები და ვალდებულებები“. შეხვედრას უძღვებოდნენ ორგანიზაციის თანამშრომლები და წევრები. მათ მოსწავლეებს წარუდგინეს თემები ადამიანის უფლებებზე და ვალდებულებებზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე და ა.შ. მოსწავლეებზე ჩაერთვნენ სხვადასხვა საინტერესო აქტივობებში, შეხვედრაზე მოამზადეს და წარმოადგინეს პრეზენტაციები ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებზე, როგორიცაა სიცოცხლის, განათლების, აზრის გამოხატვის და თავისუფლების უფლება.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია მადლობას უხდის შეხვედრის მონაწილეებს ამ მნიშვნელოვანი დღის საინტერესოდ აღნიშვნისთვის! ასევე დიდ მადლობას ვუხდით სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობის" წარმომადგენლს - სოფო ბაჩილავას შეხვედრის ორგანიზებაში დახმარებისთვის.