Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

„კანონი სოციალური მუშაობის შესახებ“

საქართველოს კანონი სოციალური მუშაობის შესახებ არის ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სოციალური მუშაობის ძირითად პრინციპებს, სოციალური მუშაკის სამართლებრივ სტატუსსა და სოციალურ გარანტიებს, ადგენს მის ფუნქციებს, უფლებებსა და მოვალეობებს, აწესრიგებს სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს.

 

ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა სფეროს ყველა სოციალური მუშაკი უნდა ოპერირებდეს ამ ჩარჩოს ფარგლებში, მიუხედავად იმისა თუ რომელ სექტორშია ის დასაქმებული, რადგან კანონის დებულებები ვრცელდება როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულ  პრაქტიკოს სოციალურ მუშაკებსა და მათ ზედამხედველებზე.

კანონი ცდილობს მხარი დაუჭიროს სოციალურ მუშაკს პროფესიულ მოვალეობების აღსრულებაში, აღმოფხვრას სფეროში არსებული ხარვეზები და საფუძველი ჩაუყაროს პროფესიის სამომავლო განვითარებას ახალ დარგებსა და დონეზე. კანონი არეგულირებს ყველაზე მთავარს - პრაქტიკოსი სოციალური მუშაკი ხდება პირი, რომელსაც აქვს საბაზისო პროფესიული განათლება მაინც. კანონი გვაცნობს სერთიფიცირების პროცესს, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ის პირი, რომელსაც არ აქვს უმაღლესი განათლება სოციალურ  მუშაობაში ან სერტიფიკატთან გათანაბრებულია დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს 2006-2013 წლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის მიერ  გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს 60 კრედიატიანი სოციალური მუშაობის სასწავლო კურსის წარმატებით გავლას,  ვალდებულია შეიძინოს სოციალური მუშაობის ბაზისური აკადემიური ცოდნა და ჩააბაროს სერტიფიცირების გამოცდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ის ადასტურებს იმას, რომ აქვს საბაზისო ცოდნა სპეციალობაში და უფლება ეძლევა აღასრულოს სოციალური მუშაობის პრაქტიკა.
კანონი წარმოადგენს სოციალური მუშაობის დარგობრივ ფუნქციებს ბავშვთა კეთილდღეობის, მართლმსაჯულების, ზოგადსაგანმანათლებლო, ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში, თუმცა  ამ ჩამონათვალით კანონი არ ზღუდავს სხვა სფეროებში პროფესიის განვითარებას.
კანონი წარმოადგენს სოციალური მუშაკისა უფლებებს და მოვალეობებს, მაგრამ ამასთანავე ხაზს უსვამს მისი დამქირავებლის ვალდებულებებს. ის ხაზს უსვამს პროფესიული სუპერვიზიის აუცილებლობას, უწყვეტი პროფესიული განათლების ვალდებულებას სოციალური მუშაკისათვის და ამ ვალდებულების აღსრულებაში ხელშეწყობის აუცილებლობას დამქირავებლის მხრიდან.

კანონი საუბრობს პრევენციულ სოციალურ მუშაობაზე, რაც მნიშვნელოვანი ასპექტია სოციალური პრობლემების დაძლევისათვის. სამწუხაროდ, დღეს სოციალური მუშაკი საველე სამუშაოს ვერ ახორციელებს, მხოლოდ მომართვაზე რეაგირების რეჟიმშია. კანონის მიხედვით კი, მას ექნება საშუალება საველე სამუშაოები განახორციელოს ე.ი. პროაქტიულად მოახდინოს ჩარევა.

კანონს შემოაქვს მუნიციპალური სოციალური მუშაობის განვითარების პერსპექტივა. რაც ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივ დონეზე გაჩნდება სოციალური მუშაკი, რომელიც ადგილობრივ დონეზე იმუშავებს სხვადასხვა საკითხზე, იმის მიხედვით თუ რა კონცეპტუალური ხედვა მომზადდება. 

რაც შეეხება სოციალურ მუშაკთა შრომის პირობებსა და სოციალური დაცვის გარანტიებს, კანონმა “სოციალური მუშაობის შესახებ” გაითვალისწინა სოციალური მუშაკისათვის უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნის, მათ შორის უსაფრთხო სამუშაო პირობებისა და აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის ვალდებულება, დაწესებულების რესურსის გათვალისწინებით. კანონმა დამოუკიდებელ პირობად გამოყო დასაქმებულის ვალდებულება გამოუყოს სოციალურ მუშაკს კონსულტირებისთვის აუცილებელი სივრცე და სამუშაო ადგილი, ასევე შექმნას სოციალური მუშაკთა მიმართ თანაბარი და სამართლიანი მოპყრობის, შრომის პირობების, ანაზღაურებისა და სამართლებრივი დაცვის გარანტიები.

კანონის მიხედვით, სოციალური მუშაკისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით, დამსაქმებელი ვალდებულია შეიმუშავოს და დანერგოს სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესი სამუშაო პროცესში არსებული საფრთხის მინიმუმამდე შემცირებისა და სოციალური მუშაკის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. აღნიშნული დოკუმენტი უნდა მოიცავდეს ყველა შესაძლო რისკის წყაროს ანალიზსა და მისი შესაბამისი ზომების მიღების, მათ შორის პრევენციული ზომების გატარების პროცედურასა და წესს.

კანონმა დაადგინა სოციალური მუშაკის სამუშაო და დასვენების დრო, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებისა და შესრულების წესი, რომელიც დაუკავშირა სოციალური მუშაკის მიმდინარე საქმეთა რაოდენობას. კანონის თანახმად, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება ხდება საქართველოს კანონმდებლობით, რაც კერძო სექტორში დასაქმებული მუშაკისათვის გულისხმობს ანაზღაურებას ხელფასის გაზრდილი ოდენობით, ხოლო საჯარო სექტორში - დანამატისა ან სამუშაოს პროპორციული დამატებითი დასვენების გაცემით.
კანონით ასევე დადგენილია სოციალური მუშაკის დაღუპვის ან შშმ პირად აღიარების შემთხვევაში სოციალური დაცვის გარანტია, რაც მისი ოჯახისათვის ერთჯერადი 10 000 ლარიანი დახმარების გაცემით შემოიფარგლება. ამას გარდა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას სოციალური მუშაკის შშმ პირად გახდომის შემთხვევაში გაიცემა ერთჯერადი დახმარება 5 000 ლარის ოდენობით. ორივე სახის დახმარება გაიცემა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, სოციალური მუშაკის დასაქმების ადგილის მიუხედავად.
 
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია - GASW
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC

 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2507952
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
589
1434
5263
2498807
25439
43677
2507952
Your IP: 3.21.12.88
2024-11-22 06:34