საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, ქეთი გიგინეიშვილმა და სოფო ბაჩილავამ, 11-12 სექტემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შარაბიძეებისა და თხილნარის თემში, ასევე, ჩაქვის საზოგადოებრივ ცენტრში ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან სათემო შეხვედრები გამართეს.
შეხვედრების მიზანი იყო თემის მცხოვრებლებს გამოეკვეთათ მათ თემში არსებული შეჭირვებულობასთან დაკავშირებული პრობლემები, მათი გამომწვევი მიზეზები და ამ პრობლემებთან გამკლავების არსებული პრაქტიკა. ასევე, თემში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების გამოკვეთა. კერძოდ, რა ინტერესები აქვთ, სურთ თუ არა სხვადასხვა ტიპის კულუტურული, სპორტული, საგანმანათლებლო ცენტრების, სათემო ცენტრების არსებობა თემში. ასევე ახალგაზრდებმა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენელს გაუზიარეს მათი იდეები თემში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურების შესახებ.
შეხვედრის მონაწიეებმა თემში არსებულ მთავარ პრობლემად სიღარიბე და უმუშევრობა დაასახელეს და აღნიშნავდნენ რომ ბავშვთა შრომას ხშირად სწორედ ეს პრობლემები იწვევს.
„საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით აჭარის რეგიონში ახორციელებს პროექტს, „მუნიციპალიტეტების გაძლიერება ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირებისა და ოჯახების მხარდაჭერისთვის აჭარაში“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის სოციალური სამუშაო ძალის უნარებისა და ცოდნის განვითარებას, რათა მოახდინონ ბავშვთა ძალადობის შემთხვევებზე და რეგიონში მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერაზე დროული რეაგირება. ასევე გააძლიეროს უწყებათაშორისი თანამშრომლობა, განსაკუთრებით ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. პროექტის ფარგლებში ხელი შეეწყობა ძლიერი და მდგრადი კავშირის განვითარებას ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის (მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ბაღები და სკოლები, ჯანდაცვის სპეციალისტები, პოლიცია და სხვა შესაბამისი უწყებები) და მათი მგრძნობელობის გაზრდას ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ოჯახის მოწყვლადობის საკითხების მიმართ.