Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

ნინო შატბერაშვილმა ერევანში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავჯდომარემ, ნინო შატბერაშვილმა,  მონაწილოება მიიღო ერევანში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „სოციალური დაცვის სისტემის როლი მდგრად განვითარებაში“. კონფერენციის მთავარი ფოკუსი იყო სიღარიბის დაძლევის ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავებასა და მხარდამჭერი პროფესიების როლზე სტრატეგიული ამოცანების მიღწევაში.

სომეხმა კოლეგებმა უმასპინძლეს სტუმრებს ათზე მეტი ქვეყნიდან, მაგრამ მიუხედავაც მრავალეროვანი წარმომადგენლობისა, კოლეგებს ხედვაში განსვლა არ ჰქონიათ. აი რას ნიშნავს საერთო ენაზე საუბარი, საერთო ფასეულობების ირგვლივ გაერთიანება. უფრო მეტიც, სტუმრებს შორის იყვნენ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ ექსპერტები, რომლებიც ხშირად სოციალური მომსახურებების განვითარებას სკეპტიკურად უყურებენ და სიღარიბის დაძლევას უსაფრთხოების ქსელის ფორმირებასა და მონეტარული პროგრამების გზით ხედავენ. თუმცა კონფერენციაზე, ისინიც აღიარებდნენ სოციალური მუშაობის როლს სიღარიბის დასამარცხებლად.

კონფერენციაზე ხაზი გაესვა ინკლუზიური და ინტეგრირებული პოლიტიკის მნიშვნელობას სიღარიბის დაძლევაში, განიხილა სიღარიბის  მრავალდიაპაზონიანი მიდგომის მნიშვნელობა, მიზნობრივი პროგრამების ეფექტიანობა ადამიანთა ცხოვრების სტანდარტის შეცვლაში. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავჯდომარე მსმენელის წინაშე წარდგა თემით „სოციალური მუშაობის პოტენცია სიღარიბის დაძლევაში საქართველოში“. მან აქცენტი გააკეთა პროფესიის განუზომლად დიდ როლზე და გულდასაწყვეტად მცირედ ჩართულობაზე იმ პრობლემაზე სამუშაოდ, რომელიც მრავალი სხვა სოციალური წარუმატებლობის წინაპირობაა. მან იმედიანად აღნიშნა, რომ ახლადმიღებული კანონი პროფესიის განვითარების საწინდარი იქნება სხვადასხვა სფეროში და კოლეგებს საშუალება მიეცემათ ეფექტიანი მომსახურებით დიდი წვლილი შეიტანონ მომსახურების მიმღებთა ცხოვრების გაუმჯობესებაში, რომ საბოლოოდ დასრულდეს მომსახურების მიმღებთა განუსაზღვრელი დროით დამოკიდებულება მომსახურებებზე, რომ სოციალურმა მუშაკმა შეძლოს მათი მხარდაჭერა იმისათვის, რომ დამოუკიდებლად შეძლონ ცხოვრება რაც შეიძლება მალე, მათ წინაშე არსებული ამჟამინდელი გამოწვევების მიუხედავად.
 
 
 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2508548
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
1185
1434
5859
2498807
26035
43677
2508548
Your IP: 3.149.250.19
2024-11-22 12:28