Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

ასოციაციის განცხადება 4 წლის ნინოს გარდაცვალების ფაქტზე

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 4 წლის ნინოს გარდაცვალების გამო.

საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემის რეფორმა წლებია მიმდინარეობს, თუმცა სისტემა ვერ პასუხობს უამრავ გამოწვევას, რასაც ადასტურებს  აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევა და ასევე, მანამდე მომხდარი სხვა ფატალური შემთხვევებიც.

ფაქტია, რომ წარმატებით დაწყებული ბავშვთა დაცვის რეფორმა დღეს უკვე არაეფექტურია და საჭიროებს მნიშვნელოვან დახვეწას. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უკვე მრავალი წელია მოუწოდებს რეფორმის მესვეურთ ცვლილებების განხორცილებისკენ, მაგრამ უშედეგოდ. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია კრიტიკულად მიიჩნევს, რომ უფრო ქმედითი გახდეს საქართველოს მთავრობის დადგენილება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების შესახებ. დოკუმენტი სხვადასხვა უწყებას დროულ რეაგირებას და ურთიერთთანამშრომლობას ავალდებულებს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით. აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევა ადასტურებს, რომ ბავშვთა დაცვის მიმართულებით უამრავი სისტემური პრობლემა დაგროვდა. კერძოდ, უწყებების ურთიერთთანამშრომლობა ვერ ხორციელდება,  სისტემა არ ან ვერ ზრუნავს თავისი კადრების პროფესიულ განვითარებაზე,  არასაკმარისია ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებები, თითქმის არ არსებობს  სარეაბილიტაციო მომსახურებები და ა.შ.

მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს მოხდეს საქმის ადეკვატური მოკვლევა და გამოვლენილი ხარვეზების შესაბამისად დაუყოვნებლივ დაიგეგმოს ცვლილებები ბავშვთა დაცვის სისტემის განვითარებასა და გაუმჯობესების მიზნით.

ამასთან, მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს თავი შეიკავონ წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან საქმის მოკვლევის დასრულებამდე. ჟურნალისტებს კი ვთხოვთ, საქმის დელიკატურობიდან გამომდინარე,  მეტი სიფრთხილით მოეკიდონ აღნიშნული საქმის ირგვლივ ყველა ფაქტის გაშუქებას.
 
 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2508640
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
1277
1434
5951
2498807
26127
43677
2508640
Your IP: 18.118.149.55
2024-11-22 12:45