Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

ასოციაცია სოციალური მოდელის პილოტირებას აჭარის რეგიონის შემდეგ სამცხე-ჯავახეთშიც ახორციელებს

პროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრის სოციალური მოდელის პილოტირება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ 2019 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს. თავდაპირველი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, სპეციალურად გადამზადებულმა ფუნქციური შეფასების სპეციალისტებმა 2020 წლის იანვრიდან დაიწყეს სტატუსის მაძიებელი პირების შეფასება.

ორი თვის განმავლობაში პილოტში 84-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა კარანტინის გამოცხადების გამო ველზე მუშაობა შეჩერდა და ამ ეტაპზე სპეციალისტები დისტანციურად მუშაობენ მიღებული მონაცემების დამუშავებაზე.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
  • სათემო შეხვედრები რეგიონში, პილოტის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
  • პროფესიონალთა სუპერვიზია და მუდმივი გადამზადება;
  • რეგიონში არსებულ მომსახურებათა ბაზის შექმნა;
  • კითხვარების დახვეწა და ადაპტირება ეთნიკური უმცირესობებისთვის;
  • სტატუსის მაძიებელთა შეფასება და მულტიდისციპლინური შეხვედრების გამართვა;
  • საინფორმაციო ბაზის წარმოება პროექტისთვის სპეციალურად შექმნილ პროგრამაში, რომელიც მისი დამუშავების და  ანალიზის საშუალებას იძლევა;
  • პილოტში მონაწილე პირთა უკუკავშირის მიღება და დამუშავება, პროცესის გაუმჯობესებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით;
  • მიღებული მონაცემების სტატისტიკური ანალიზი, პროექტის შედეგების შეფასება და სამინისტროსთვის რეკომენდაციების შემუშავება. 
ამასთანავე, პილოტშიმონაწილეთა ნაწილმა, როგორც მოწყვლადმა ჯგუფმა, დონორებისგან მიიღო სასურსათო დახმარება კოვიდ-19-ით გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად და მათი პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება გაგრძლედება მომდევნო თვეშიც.
პროექტი „ექსპერტიზ ფრანსის“ მხარდაჭერით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება და მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.

 
    

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2509361
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
1998
1434
6672
2498807
26848
43677
2509361
Your IP: 3.135.247.17
2024-11-22 18:12