Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

ტრენინგი ბათუმის მერიის ადმინისტრაციული ერთეულების მენეჯერებისა და ა(ა)იპ სოციალური სერვისების სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი უსახლკაროთა მუნიციპალური თავშესაფრის თანამშრომლები

პროექტის „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის“ ფარგლებში 2019 წლის 6-7 ნოემბერს ბათუმის მერიის ადმინისტრაციული ერთეულების მენეჯერებისა და ა(ა)იპ სოციალური სერვისების სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი უსახლკაროთა მუნიციპალური თავშესაფრის თანამშრომლებისთვის ჩატარდა 2-დღიანი ტრენინგი, რომლის მიზანი იყო ტრენინგის მონაწილეების ცოდნისა და უნარების გაზრდა კომუნიკაციისა და ინტერვიუერების საკითხებზე, ასევე მათი ცოდნის ამაღლება მულტიდისციპლინარული გუნდის მუშაობისა და სექტორებს შორის თანამშრომლობის სახკითხებზე. 
ტრენინგი მოიცავდა 8 სესიას და ფარავდა შემდეგ თემებს:
  • მოწყვლადობა და მოწყვლადობის განმაპირობებელი ფაქტორები, მოწყვლადი ჯგუფები და მათთან მუშაობა
  • კომუნიკაცია და ეფექტური კომუნიკაციის მეთოდები
  • ინტერვიუ, მისი პრინციპები, ტექნიკები, ფორმები და ეტაპები
  • მულტიდისციპლინარული გუნდის მუშაობა
  • სექტორებს შორის თანამშრომლობა
პირველ სესიაზე ტრენინგის მონაწილეებს გაეცნოთ თუ რას გულისხმობს ტერმინი „მოწყვლადობა“, ვინ შეიძლება იყოს მოწვლადი ჯგუფები მუნიციპალიტეტებში, რა არის მოწყვლადობის ინდიკატორები, რომელზეც ყურადღება უნდა გაამახვილონ სპეციალისტებმა, რამდენად მნიშვნელოვანია  მოწყვლად ჯგუფებთან კარგად დაგეგმილი და გააზრებული კომუნიკაციის არსებობა და როგორ უნდა იმუშაონ მოწყვლად ჯგუფებთან.  

სესიის მიზანი იყო მონაწილეებს გაეაზრებინათ ბენეფიციართა იმ კატეგორიების სირთულეები, რომლებთანაც უწევთ მუშაობა, თუ ვინ არიან მათი პოტენციური ბენეფიციარები და როგორ უნდა მიუწვდებოდეთ მათ ხელი ინფორმაციაზე და რა გავლენას ახდენს ადამიანის ინფორმირებულობაზე მოწყვლადობა.

სესიის მიმდინარეობისას გამოყენებული იყო საპრეზენტაციო მასალა და დისკუსია/გონებრივი იერიშის ტექნიკა. 
დღის შემდგომი სესიების მიზანი იყო მონაწილეებს გაცნობოდათ კომუნიკაციის არსი, მისი ფორმები, პროცესი და ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკები.

სესიები იყო ინტერაქციული და ყველა თეორიული მასალა, რომელსაც განვიხილავდით, მყარდებოდა პრაქტიკული სავარჯიშოებით, დისკუსიით, მონაწილეთა მხრიდან პრეზენტაციებით, ანალიზით. 

კომუნიკაციის სესიებში მონაწილეებს პრეზენტაციების სახით მიეწოდათ ინფორმაცია კომუნიკაციის არსზე, პროცესზე, ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკებზე და თითოეული ამ კომპონენტის გააზრებისთვის ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ პროცესში. 
რაც შეეხება ინტერვიუს სესიებს, ამ ნაწილში მონაწილეებს გაეცნოთ ინტერვიუს სტრუქტურა, ეტაპები, კითხვების ფორმები და მათი დასმის ტექნიკები, ასევე ინტერვიუს დროს წარმოქმნილ სირთულეები და მათი გადაჭრის გზები.
ინტერვიუს სესიებიც იყო ინტერაქციული და მოიაზრებდა ტრენინგის მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, დისკუსიებსა და ჯგუფურ სავარჯიშოებს. 

მულტიდისციპლინარული გუნდის მუშაობისა და სექტორებს შორის თანამშრომლობის სესიების ნაწილში საპრეზენტაციო მასალასთან ერთად წამყვანი იყო მონაწილეთა მხრიდან დისკუსიაში მონაწილეობისა და ჯგუფური მუშაობის ფორმატი. 
მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ მათ პრაქტიკაში ჰქონიათ სექტორებს შორის თანამშრომლობის გამოცდილება, თუმცა ხშირ შემთხვევაში რა გამოწვევებსაც აწყდებიან არის ის, რომ მუნიციპალურ დონეზე არ ხდება მულტიდისციპლინარული მიდგომის გამოყენება და ჭირს არა მხოლოს სხვა უწყებებთან თანამშრომლობა, არამედ შიდაუწყებრივი თანამშრომლობაც. მათი თქმით, ისინი მოქალაქეს და ბენეფიციარს აწვდიან კონკრეტულ მომსახურებას და არ განიხილავენ მათ შემთხვევებს სხვა სპეციალისტებთან და უწყებებთან, რაც სისტემის მნიშვნელოვან გამოწვევად მიაჩნიათ დღემდე.

 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2508658
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
1295
1434
5969
2498807
26145
43677
2508658
Your IP: 13.58.34.132
2024-11-22 12:50