Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

საპილოტე პროექტი ,,სოციალური მოდელის პილოტირება აჭარის რეგიონში“

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდის და ის მხარდაჭერით ახორციელებს საპილოტე პროექტს ,,სოციალური მოდელის პილოტირება აჭარის რეგიონში“, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის სისტემაში სოციალური მოდელის დანერგვას. 

აღნიშნული ინციატივა გულისხმობს სტატუსის განსაზღვრას პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფუნქციონირების გათვალისწინებით. პროექტის ფარგლებში, აგრეთვე ხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების/მაძიებლების ფუნქციონირებისა და სოციალური ინკლუზიის გაუმჯობესებისთვის საჭირო მომსახურებების განსაზღვრა, რაც სოციალური მოდელის დანერგვის მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს. ეს მიდგომა ხელს უწყობს სტატუსის განსაზღვრას სტატუსის მაძიებელი პირის ინდივიდუალურ მდგომარეობას და გამოკვეთავს ინდივიდუალურ საჭიროებებს. პილოტით გათვალისწინებული ახალი სისტემა იყენებს ბიო ფსიქო სოციალურ მიდგომას, რომელიც ადამიანის განვითარებას და ფუნქციონირებას განიხილავს ჰოლისტურ ჭრილში. ბიო ფსიქო სოციალური მიდგომის დასამკვიდრებლად უკვე არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის დიაგნოსტირებას ემატება შემდეგი შეფასებები:

  • ბავშვის და ზრდასრული პირის ფუნქციონირების შეფასება  
  • ბავშვის და ზრდასრული პირის სოციალური პროფილის და საჭიროებების შეფასება

შეფასებებს უზრუნველყოფენ პილოტის ფარგლებში მომზადებული სპეციალისტები. ფუნქციური შეფასება ხორციელდება ფუნქციური შეფასების სპეციალისტების მიერ, ხოლო სოციალური პროფილის და საჭიროებების შეფასება ხდება შემთხვევის მენეჯერების მიერ. ასევე ინერგება შემთხვევის მართვის სისტემა, რაც მიზნად ისახავს სტატუსის მაძიებელი პირის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროცესის შექმნას.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის არ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 6 სამედიცინო დაწესებულებასთან გაფორმდა ურთიერთთანამრომლობის მემორანდუმი.  საპილოტე პროექტში მონაწილე სპეცილისტების (6 ექიმი კოორდნატორი, 6 ფუნქციური შეფასების სპეციალისტი, 5 შემთხვევის მენეჯერი) მომზადების პროცესის დასრულების შემდეგ 2019 წლის 8 აპრილს ოფიციალურად შეუდგნენ პილოტით გათვალისწინებული პრაქტიკული სამუშაოს შესრულებას. 

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის სისტემაში სოციალური მოდელის პილოტირება მიმდინარეობს სტატუსის დადგენის ოფიციალური პროცესის პარალელურად და არ ახდენს ზეგავლენას არსებულ ოფიციალურ გადაწყვეტილებაზე.

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2508757
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
1394
1434
6068
2498807
26244
43677
2508757
Your IP: 52.15.170.196
2024-11-22 13:16