Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

შეხვედრა აჭარაში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ პროექტის ,,სოციალური მოდელის პილოტირება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის არ ჯანმრთელობის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მონაწილეობითა და მხარდაჭერით შეხვედრა გამართა აჭარაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. შეხვედრა მიზნად ისახავდა  პროექტის შუალედური შედეგების წარდგენას და პროექტში მომართვიანობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა კლინიკების ჩართულობის უზრუნველყოფას. 

შეხვედრა გახსნა აჭარის არ ჯანმრთელობის მინისტრის მოადგილემ ქ- ნმა ნინო ნიჟარაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას და რეგიონის მზაობას პილოტირების პროცესში.

შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დირექტორმა ქ-ნ-მა ქეთი გიგინეიშვილმა გააცნო პროექტის მიღწევები და გამოწვევები, რაც უკავშირდებოდა სხვადასხვა კლინიკებიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან სტატუსის მაძიებელი პირების მცირე მომართვიანობას. გაეროს ბავშვთა ფონდის  წარმომადგენელმა ისაუბრა პროექტის სამომავლო გეგმებზე და პროექტის მიმდინარეობაზე. შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს სადემონსტრაციო შემთხვევა და ფუნქციური შეფასებისა და შემთხვევის მართვის მნიშვნელობა შშმ პირის სტატუსის მინიჭების პროცესში. მონაწილეებმა და კლინიკების წარმომადგენლებმა თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს რის შედეგადაც დაიგეგმა  საინფორმაციო სახის შეხვედრები  სამედიცინო პერსონალთან პროექტში მონაწილე პირთა გაზრდისა და სხვადასხვა კლინიკებიდან გადმომისამართების პროცედურის  გამარრთვის მიზნით.  

საპილოტე პროექტი ,,სოციალური მოდელის პილოტირება აჭარის რეგიონში“, მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის სისტემაში სოციალური მოდელის დანერგვას რაც გულისხმობს სტატუსის განსაზღვრას პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფუნქციონირების გათვალისწინებით. პროექტის ფარგლებში, აგრეთვე ხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების/მაძიებლების ფუნქციონირებისა და სოციალური ინკლუზიის გაუმჯობესებისთვის საჭირო მომსახურებების განსაზღვრა, რაც სოციალური მოდელის დანერგვის მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს.

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის სისტემაში სოციალური მოდელის პილოტირება მიმდინარეობს სტატუსის დადგენის ოფიციალური პროცესის პარალელურად და არ ახდენს ზეგავლენას არსებულ ოფიციალურ გადაწყვეტილებაზე.

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2508514
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
1151
1434
5825
2498807
26001
43677
2508514
Your IP: 18.224.56.127
2024-11-22 12:22