Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

მხარდაჭერის სახლი - მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში

„ავსტრიის განვითარების სააგენტოს“ მხარდაჭერით, 2020 წლის 1 იანვარს ოფიციალურად დაიწყო პროექტის, „მხარდაჭერის სახლი - მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში”, განხორციელება. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია Hilfswerk International (HWI) (ჰილფსვერკ ინთერნეიშენალ). ორგანიზაციის სათაო ოფისი ვენაში მდებარეობს და საქართველოში 10 წელზე მეტია მოღვაწეობს.

ავსტრიაში Hilfswerk-ი წამყვანი ორგანიზაციაა შინმოვლის მომსახურების სფეროში. ორგანიზაციის ხანდაზმულებზე ზრუნვის გამცდილება 40 წელზე მეტს ითვლის და ჰყავს 30 000-ზე მეტი მომსახურებით მოსარგებლე ჰყავს.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოდან და ბოსნია-ჰერცოგოვინადან. ეს ორგანიზაციებია: იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“, „საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი“ საქართველოში, „Hilfswerk International-ის სარაევოს ოფისი“ და “HAJDE დახმარებისა და განვითარების ასოციაცია“ ბოსნია-ჰერცოგოვინაში.

პროექტი განხორციელდება 2020 წლის იანვრიდან 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ხანდაზმულების ხელმისაწვდომობის ზრდას შინმოვლის მომსახურებებზე ოთხ მუნიციპალიტეტში (ორი საქართველოში და ორი ბოსნიაჰერცოგოვინაში) და წვლილი შეიტანოს ისეთი ინკლუზიური სოციალური პოლიტიკის ჩარჩოს შექმნაში, რომელიც გააუმჯობესებს ხანდაზმულთა მდგომარეობას საზოგადოებაში და უზრუნველყოფს მათი უფლებების რეალიზებას.

პროექტის ფარგლებში დაფუძნდება მომსახურების ცენტრები, ე.წ. „მხარდაჭერის სახლები“. აღნიშნული ცენტრები მაღალი ხარისხის შინმოვლის მომსახურებას გაუწევენს ზრუნვის საჭიროების მქონე ხანდაზმულებს, უზრუნველყოფენ მომვლელების ტრენინგს და მათი დასაქმების შესაძლებლობას. ასევე, განახორციელებენ კონსულტაციებს ხანდაზმულებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. შემუშავდება მომსახურების ისეთი მოდელი, რომელიც ხანდაზმულთა არსებული მდგომარეობის საფუძველზე, განიხილავს მომსახურების დაფინანსების შესაძლო ალტერნარიულ ფორმებს.

მომსახურების აღწერილი მოდელი შესაბამისობაშია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომასთან. პროექტის მიზანი, სრულად შეესაბამება როგორც მუნიციპალური განვითარების გეგმებს, ასევე, საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის რეფორმას.

პროგრამის შემუშავების ეტაპზე, 2019 წლის ზაფხულში, სამიზნე რეგიონებად შეირჩა შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. ამ ეტაპზე „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ ახორციელებს აღნიშნული ორი რეგიონის შესწავლას, კვლევის საშუალებით და კვლევის საფუძველზე განისაზღვრება სამიზნე მუნიციპალიტეტები და შემდეგ დაიწყება მომსახურებების განვითარების ეტაპი.

 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2509360
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
1997
1434
6671
2498807
26847
43677
2509360
Your IP: 18.226.93.22
2024-11-22 18:12