Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის განცხადება ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის შესახებ

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი სამუშაო სოციალური მუშაკისგან, კონკრეტულად კი, „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსგან“ კომპლექსურ და ხანგრძლივ მუშაობას გულისხმობს, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი საკითხის განხილვაც მხოლოდ ერთი მხრიდან არ მოხდეს. 

''ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში კი ბავშვები და მათი ოჯახები არიან, ამიტომაც მათი ინტერესი პირველ რიგში უნდა იქნას გათვალისწინებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველამ - როგორც მედია საშუალებებმა, ისე უწყებებმა თუ დაინტერესებულმა პირებმა - აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, რომ თავად ბავშვზე ზრუნვის სისტემას აქვს ხარვეზები, შესწავლილ იქნას დეტალები და ისე გადმოიცეს ამბავი."

ინფორმაციის ასე გავრცელებით ძალიან დიდი საფრთხე ექმნება პროფესიას და იმ ადამიანებს, ვინც ამ პროფესიას ემსახურებიან. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში კი ბავშვები და მათი ოჯახები არიან, ამიტომაც მათი ინტერესი პირველ რიგში უნდა იქნას გათვალისწინებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველამ - როგორც მედია საშუალებებმა, ისე უწყებებმა თუ დაინტერესებულმა პირებმა - აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, რომ თავად ბავშვზე ზრუნვის სისტემას აქვს ხარვეზები, შესწავლილ იქნას დეტალები და ისე გადმოიცეს ამბავი.

აქვე, საყურადღებოა, რომ სოციალური მუშაკის მიმართ ვრცელდება სიძულვილის და მუქარის შემცველი ტექსტები, რაც ყოვლად დაუშვებელია და საფრთხის წინაშე აყენებს როგორც მას, ისე სხვა სოციალურ მუშაკებსაც, რომლებიც პარალელურად მუშაობენ. საზოგადოებას ვთხოვთ, სიფრთხილით მოეკიდონ ყველა მსგავს შემთხვევას და თავი აარიდონ სიძულვილისა და აგრესიის წარმოშობას იმ პროფესიონალების მიმართ, რომლებიც ბავშვების კეთილდღეობას ემსახურებიან.

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2508902
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
1539
1434
6213
2498807
26389
43677
2508902
Your IP: 3.137.180.62
2024-11-22 14:08