Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

1-ლი სექტემბრიდან ბავშვის უფლებათა კოდექსი ამოქმედდა

მიმდინარე წლის 1-ლ სექტემბერს ძალაში შევიდა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც სახელმწიფოს მნიშვნელოვანი მონაპოვარია ბავშვის უფლებების დაცვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბავშვის მონაწილეობის თვალსაზრისით, ასევე, ბავშვზე მორგებული მომსახურებების უზრუნველყოფისთვის.

მას რამდენიმე სიახლე შემოაქვს, კერძოდ, მუნიციპალური სამსახურის შექმნა და მომსახურებების განვითარება ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერისთვის, მულტიდისციპლინური მიდგომის გამოყენება და პრევენციული საქმიანობის წარმართვა. ასევე, ბავშვის ოჯახთან განცალკევებაზე  სასამართლო ზედამხედველობის დაწესება, ბავშვის მონაწილეობით და ბავშვთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაზე მულტიდისციპლინური მიდგომის დანერგვა, ბავშვისთვის ინფორმაციის მიწოდება მისთვის გაგებ ენაზე, ბავშვის აზრის გათვალისწინება მასთან დაკავშირებულ საქმეებზე, ასაკის შეუზღუდავად, და სხვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს ბავშვთან დაკავშირებული პროფესიონალების სპეციალიზაცია, რომლის გავლის ვალდებულებასაც კოდექსი აწესებს.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად აქტიურად არის ჩართული ბავშვთა დაცვის სისტემაში უწყებათაშორისი თანამშრობლობის ზოგადი ჩარჩოს განსაზღვრასა და აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტების ახალი სამსახურის თანამშრომელთა გადამზადებაში, ასევე, სხვა უწყებების თანამშრომელთათვის ახალი სისტემის გაცნობაში.

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2508830
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
1467
1434
6141
2498807
26317
43677
2508830
Your IP: 18.189.143.1
2024-11-22 13:37