Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

სოციალური მოდელის პილოტირებისთვის თანამშრომლები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში გადამზადდნენ

პროექტის „სოციალური მოდელის პილოტირება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ ფარგლებში ფუნქციური შეფასების სპეციალისტებმა, რომლებიც ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებსაც აფასებენ, აღნიშნული მიმართულებით დამატებით ტრენინგი გაიარეს.

3-დღიან ონლაინ ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • ყველაზე გავრცელებული დაავადებების მახასიათებლები, ნიშნები, გამოხატულება;
  • რემისიის დროს გამოხატული ცვლილებები;
  • რეკომენდაციები მათთან კომუნიკაციისას (მათ შორის, ონლაინ კომუნიკაციისას), რას უნდა მიექცეს ყურადღება შეფასების დროს, რა კითხვები/ მიმართვები/ ფრაზები არ უნდა იქნას გამოყენებული და სხვა.

ტრენინგს უძღვებოდა ფსიქიატრი თინათინ მეზვრიშვილი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სპეციალისტებმა ცალკე გაიარეს მომზადება ონლაინ შეფასებების სპეციფიკასთან დაკავშირებით და მიიღეს შესაბამისი რეკომენდაციები, ვინაიდან ჩაკეტვის პირობებში სწორედ ონლაინ გრძელდება სტატუსის მაძიებელთა/მატარებელთა შეფასება.  

სოციალური მოდელის პილოტირება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე წლის იანვრიდან მიმდინარეობს. მას საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია „ექსპერტიზ ფრანსის“ მხარდაჭერითა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

 

 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2508675
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
1312
1434
5986
2498807
26162
43677
2508675
Your IP: 3.144.122.20
2024-11-22 12:54