Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

სოციალური მუშაობის ეთიკის კოდექსის განხილვა წევრებთან

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ინტერვენციები ბავშვის უფლებათა კოდექსის აღსრულების ხელშეწყობისთვის“. პროექტის მიზანია ხელი შუეწყოს ბავშვის უფლებათა კოდექსის აღსრულებას ეფექტური მექანიზმების შემუშავების გზით.

ასევე, აღნიშნული პროექტი მოიაზრებს სოციალური მუშაობის ბავშვის უფლებათა კოდექსით და სოციალური მუშაობის კანონით განსაზღვრული მიმართულებების განვითარების ხელშეწყობას ბავშვთა უფლებების უკეთ დაცვის მიზნით.

გვსურს სიხარულით და სიამაყით გაცნობოთ, რომ პროექტის ფარგლებში GASW-მა სფეროს ექსპერტებთან და სოციალური მუშაკების უშუალო ჩართულობით განაახლა სოციალური მუშაობის ეთიკის კოდექსი, პრაქტიკის სტანდარტების დოკუმენტი მოიყვანა რა ორივე მნიშვნელოვანი დოკუმენტი კანონთან შესაბამისობაში, საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილებების გათვალისწინებით. აღნიშნული დოკუმენტები დაეყრდნო უკვე არსებულ, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ წლების წინ შექმნილ დოკუმენტებს. აქვე, გაცნობებთ რომ ასოციაცია გარდა ეთიკის კოდექსისა და პრაქტიკის სტანდარტებისა, მუშაობს სოციალურ მუშაკთა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების წესზე. სულ მალე კი აღნიშნული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები კანონით განმტკიცდება!

დოკუმენტებზე ასოციაციამ უკვე მიიღო რამდენიმე უწყების კომენტარი, ახლა კი სანამ ყველა უწყებისგან მივიღებთ კომენტარებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებსაც გავუზიარებთ კომენტარებისთვის დოკუმენტს, გვსურს ჯერ ჩვენს ძვირფას წევრებთანაც განვიხილოთ, ასევე მოგიყვეთ თუ რა პროფესიულად მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს აღნიშნულ პროექტსაც. ამ მიზნით მოვაწყობთ წევრებთან შეხვედრას, შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარე მოკლედ მიმოიხილავს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს და ასევე წარადგენს კოდექსიის სამუშაო ვერსიას. შემდეგ კი მოვისმენთ თქვენს კომენტარებსაც. შეხვედრამდე კოდექსი გადმოგეგზავნებათ გასაცნობად. რეგისტრაციისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა 23 დეკემბერს, 12:00-მდე.

დარეგისტრირებულ პირებს გადმოგეგზავნებათ შეხვედრის ბმული და კოდექსის დოკუმენტი გასაცნობად. შეხვედრა გაიმართება 25 დეკემბერს, 16 საათზე.

 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2508701
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
1338
1434
6012
2498807
26188
43677
2508701
Your IP: 18.188.113.189
2024-11-22 13:01