Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

ჰოლისტიკური მიდგომით შშმ პირთა შრომითი უფლებების ხელშეწყობა და მხარდაჭერა აზერბაიჯანში, საქართველოში და მოლდოვაში

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ახორციელებს პროექტს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომითი უფლებების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა ჰოლისტიკური მიდგომით აზერბაიჯანში, საქართველოში და მოლდოვაში“.

პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების უფლების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში შეიქნა დასაქმების წარმატებული შემთხვევების შესახებ პოსტერები.

პროექტის ფარგლებში შემუშავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის სახელმძღვანელო, ტრეინინგ მოდულები და დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და დამსაქმებელი ორგანიზაციებისთვის.


დეა ერემაშვილი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერისა 
და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი

"არასოდეს არ უნდა შეწყვიტო მცდელობა, ბარიერების მიუხედავად. ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შეუძლია დასაქმდეს და დამოუკიდებელი ცხოვრებით იცხოვროს. ისეთი ბარიერებია დასაქმების გზაზე, რომელიც შეიძლება ყველა ადამიანს შეხვდეს, თუნდაც უარი გასაუბრებაზე.

აუცილებელია, რომ  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა პირებმა იცოდნენ, რომ მარტო რეაბილიტაცია არ არის საკმარისი და განათლებაზეც უნდა იზრუნონ. არის ვაკანსიები სადაც პროფესიონალი ვაკანტური კადრი არ არის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კომპეტენციის ნაკლებობის გამო ტიპურ ადამიანებს კონკურენციას ვერ უწევენ.

მე პირადი კონტაქტით დავიწყე პირველად მუშაობა, მაგრამ მერე უკვე ყოველთვის გამოცხადებული ვაკანსიით და შემთხვევით ნანახით განცხადებით ვსაქმდებოდი. ამ სამსახურში მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტის დახმარებით დავსაქმდი. აქ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირებს და მათ ოჯახებს ვუწევ კონსულტაციას და გზას ვუკლევ სერვისების მისაღებად, ერთგვარი ხიდი ვარ სახელმწიფოსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შორს. ბევრი საინტერესო პროექტის ინიციატორები ვართ და მუნიციპალიტეტში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ეს საკმარი არ არის.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანებს დავეხმარო, უფრო მეტი სტიმული მაქვს აქ მუშაობის, ვიდრე ნებიმიერ სხვა სამსახურში. თავის დროზე როგორც მე ვეძებდი ვაკანსიას, დღეს მე ვეხმარები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დასაქმებაში და მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებთან ვთანამშრომლობ უკვე პროფესიულად და თანამშრომლობით ვიღებთ შედეგებს. " 

 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2508703
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
1340
1434
6014
2498807
26190
43677
2508703
Your IP: 18.119.124.52
2024-11-22 13:01