Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

ჰოლისტიკური მიდგომით შშმ პირთა შრომითი უფლებების ხელშეწყობა და მხარდაჭერა აზერბაიჯანში, საქართველოში და მოლდოვაში

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ახორციელებს პროექტს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომითი უფლებების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა ჰოლისტიკური მიდგომით აზერბაიჯანში, საქართველოში და მოლდოვაში“.

პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების უფლების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში შეიქნა დასაქმების წარმატებული შემთხვევების შესახებ პოსტერები.

პროექტის ფარგლებში შემუშავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის სახელმძღვანელო, ტრეინინგ მოდულები და დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და დამსაქმებელი ორგანიზაციებისთვის.


სალომე შეკიშვილი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

"ჩემთვის დასაქმება მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ პირველ რიგში, ვიყო დამოუკიდებელი, როგორც პიროვნულად, ისე ფინანსურად, რაც აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, მისი სტატუსის მიუხედავად. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში დამკვიდრება და დამოუკიდებელად გადაწყვეტილებების მიღება.

ყველაზე დიდი გამოწვევა დასაქმების მოძიებასთან დაკავშირებით შემექმნა ჩემი სტატუსის გამო. ვაგზავნიდი სივებს, მიბარებდნენ გასაუბრებაზე, მერე კი, რატომღაც, თავს იკავებდნენ ჩემს მიღებაზე. მიზეზად ზოგი მისახელებდა იმას, რომ ჩემი სტატუსის გამო ვერ შევძლებდი მუშაობას, ზოგი კი საერთოდ უპასუხოდ მტოვებდა. რაც შეეხება დასაქმების ადგილას გამოწვევას, ძირითადად, ყოფილა ბულინგი, რომ წავსულიყავი, რაიმე ხელსაქმე მესწავლა და იმით დამეკავებინა თავი, რომ ნებისმიერი სხვა სამუშაოს ვერ შევასრულებდი და თვითნასწავლი ხელსაქმით უფრო შევძლებდი რამის მიღწევას.

ჩემს კარიერულ წინსვლაში ყველაზე დიდ მიღწევად მივიჩნევ განვლილ წელიწადნახევარს, ამ პერიოდის მანძილზე ვიმუშავე იმ საქმეებსა და პრობლემებზე, რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის. მომეცა შესაძლებლობა მესწავლა უფრო მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პრობლემებზე; დავხმარებოდი ადამიანებს, გამეზიარებინა ჩემი ცოდნა და გამოცდილება სხვებისთვის, ვისაც იმ ეტაპზე ნაკლებად ჰქონდა ამის შანსი.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, საკმაოდ რთულად გვაქვს საქმე საქართველოში. მათ არ აქვთ ადაპტირებული და მორგებული გარემო დასაქმებისთვის. არც დამსაქმებლებშია ცნობიერება იმ დონეზე, რომ მათ სწორად იფიქრონ და მოერგონ შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც აქვთ შიშის გრძნობა არსებული რეალობიდან გამომდინარე, რომ ისინი უბრალოდ უსარგებლო ნივთები არიან და მათ შესაძლებლობებს სწორად არავინ აფასებს. პირველ რიგში, უნდა მოხდეს ცნობიერების ამაღლება და გარემო გახდეს ადაპტირებული და მორგებული ნებისმიერი სტატუსის მქონე ადამიანისთვის."

 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2508255
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
892
1434
5566
2498807
25742
43677
2508255
Your IP: 18.188.183.21
2024-11-22 08:54