Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

ნულოვანი დისკრიმინაციის საერთაშორისო დღე

2014 წლის 1 მარტიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება ნულოვანი დისკრიმინაციის საერთაშორისო დღე.

ამ დღის მიზანია დისკრიმინაციის დაუშვებლობა ადამიანებს შორის, რომლებიც განსხვავდებიან კანის ფერის, რასის, ასაკის, სქესის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, პროფესიის, გენდერული იდენტობის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მრწამსის თუ სხვა ნიშნით. დისკრიმინაცია, რომელიც სხვადასხვანაირად შესაძლოა იყოს გამოხატული, აღრმავებს უთანასწორობას ადამიანებს შორის.

უთანასწორობა ახალ გამოწვევას არ წარმოადგენს და დღესდღეობით მწვავედ დგას სხვადასხვა ჯგუფთან მიმართებით, განსაკუთრებით COVID 19-ის პანდემიის პირობებში. ნულოვანი დისკრიმინაციის დღის მიზანია ხელი შეუწყოს მსოფლიოში გლობალური სოლიდარობის მიღწევას, რათა აღმოიფხვრას დისკრიმინაციის ყველა ფორმის გამოხატულება. ასევე, მიმართულია საზოგადოებაში ინკლუზიური და მხარდამჭერი გარემოს შექმნისკენ, , ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლებისკენ.

2021 წლისთვის ნულოვანი დისკრიმინაციის თემას წარმოადგენს „ნულოვანი დისკრიმინაცია ქალებისა და გოგონების მიმართ“ (UNAIDS), რაც ქალებისა და გოგონების შესაძლებლობების წახალისებისკენ და ზრდისკენ არის მიმართული.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება ნულოვანი დისკრიმინაციის მსოფლიო დღეს და მიიჩნევს, რომ თითოეული ადამიანის მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა პოლიტიკამ დაიცვას ინდივიდების უფლებები და ამასთან ყურადღება მიაქციოს დაუცველი, მარგინალური  და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს.

 

 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2508142
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
779
1434
5453
2498807
25629
43677
2508142
Your IP: 18.116.24.111
2024-11-22 07:52