Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა

რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე 1966 წლიდან აღინიშნება, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით. 21 მარტი სიმბოლური თარიღია - ამ დღეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შარპვილის დასახლებაში 69 ადამიანი ემსხვერპლა პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევას, რომელიც აპართეიდის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, ეს ბრძოლა კვლავაც გრძელდება განსხვავებული კანის ფერის მქონე ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მსგავსი ტრაგიკული მოვლენები გვაჩვენებს, რომ რასობრივი დისკრიმინაცია არა მხოლოდ აუფასურებს ინდივიდებს და ანგრევს საზოგადოებას, არამედ წაახალისებს უთანასწორობას და კვებავს ბრაზს, სიძულვილსა და ძალადობას. ეს პრობლემა მწვავედ დგას მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, სადაც არაერთი დანაშაული გვხვდება რასობრივ ნიადაგზე ჩადენილი.

2018 წლის ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველი დისკრიმინაციის შემთხვევებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთა ინდივიდუალური გარემოებების მიხედვითაც, ცხადია რომ ქვეყანაში, ეთნიკურ და რასობრივ ნიადაგზე მიუღებლობა კვლავ მწვავე პრობლემაა. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი  შემთხვევები, შეეხებოდა ფიზიკური ძალადობის, ეთნიკურად არაქართველი პირებისთვის სახელმწიფო მომსახურებების ხელმისაწვდომობის შეზღუდვას და დისკრიმინაციულ გამონათქვამებს.

რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი განათლება და სამართლებრივი დაცვაა. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ზრუნავდეს, როგორც თავისი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზე და თანასწორობის ხელშეწყობაზე, ისე შესაბამისი კანონმდებლობის შექმნაზე და მის აღსრულებაზე. როგორც გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი, კოფი ანანი აღნიშნავდა, ჩვენი მიზანი უნდა იყოს უმეცრებასთან ბრძოლა ცოდნის გავრცელებით და ფანატიზმთან ბრძოლა ტოლერანტობის წახალისებით.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს მოქალაქეებში ტოლერანტობის წახალისება მათი ცნობიერების გაზრდის გზით და შექმნას ქმედითი მექანიზმები 2014 წელს მიღებული „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსასრულებლად, ყველა მოქალაქის დასაცავად, მიუხედავად მათი რასისა და წარმომავლობისა.

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2508143
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
780
1434
5454
2498807
25630
43677
2508143
Your IP: 3.149.24.145
2024-11-22 07:53