Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო დღე

28 აპრილი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო დღეა. აღნიშნული თარიღი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევებისა და დაავადებების პრევენციას.

ამ დღის აღნიშვნა ხაზს უსვამს აღნიშნული კუთხით არსებულ პრობლემებსა თუ გამოწვევებს და ასოცირდება უბედური შემთხვევებისა და დაავადების მსხვერპლთა ხსოვნასთან. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად ამ მიზეზით 2 მილიონი ადამიანი  იღუპება, ამასთან, ყოველწლიურად ხდება 270 მილიონი სამუშაო უბედური შემთხვევა და 160 მილიონ ადამიანს აღენიშნება სამუშაოსთან დაკავშირებული დაავადება.

მსოფლიო კრიზისის, კოვიდ-19-ის, ფონზე სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. პანდემია შეეხო სამუშაო სფეროს თითქმის ყველა ასპექტს, გაჩნდა სამუშაო ადგილებზე დაინფიცირების, ვირუსის გავრცელების რისკები, თუმცა მთელი მსოფლიო და, მათ შორის, საქართველოც, აქტიურად ატარებს პრევენციულ და რეაქტიულ ღონისძიებებს.

საქართველოში შრომითი უფლებების სფეროს მნიშვნელოვან პრობლემას უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა და პასუხისმგებელი ორგანოების არასისტემური მუშაობა წარმოადგენს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, 2011-2018 წლების სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სამუშაო პირობებში დაშავდა 1081 და დაიღუპა 376 ადამიანი. 2019 წლის 19 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელი თითოეული დასაქმებული პირის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას ემსახურება სამუშაო ადგილებზე, თუმცა კანონის მიღების შემდეგაც მდგომარეობა მკვეთრად არ გაუმჯობესებულა. მაგალითად, 2019 წლის მონაცემებით, სამუშაო ადგილზე დაიღუპა 45, ხოლო დაშავდა 168 ადამიანი, რომელთაგან უმეტესი ნაწილი ფიქსირდება მშენებლობაზე, ხოლო უახლესი - 2020 წლის სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, დაშავდა 249 და დაიღუპა 39 ადამიანი.

ამ ფონზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი და შესაბამისი ორგანოების მაქსიმალური ჩართულობა, სტრატეგიების შემუშავება და ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა, დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებელი ორგანოების მგრძნობელობის გაზრდა, რაც შეამცირებს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკებს, რომლის წინაშეც, სხვა დასაქმებულებთან ერთად, სოციალური მუშაკებიც დგანან. სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკების უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფა და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნა, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში. ამასთანავე, შრომის უსაფრთხოება არ უნდა გულისხმობდეს მხოლოდ ფიზიკურ კეთილდღეობას, არამედ გათვალისწინებულ უნდა იყოს დასაქმებულთა ფსიქო-სოციალური კეთილდღეობის საკითხიც, როდესაც საქმე ეხება გადაწვის მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პროფესიონალებს.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო დღეს და მოუწოდებს სახელმწიფოს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად დასაქმების ადგილებზე.

 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2508131
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
768
1434
5442
2498807
25618
43677
2508131
Your IP: 3.139.98.10
2024-11-22 07:47