Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

COVID-19-ის ვაქცინაცია

ყოველწლიურად მიმდინარეობს მილიონობით ადამიანის ვაქციანაცია სხვადასხვა ვირუსებზე. COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციაც მნიშვნელოვანია და სწორი გადაწყვეტილებაა საკუთარი თავის, ოჯახის წევრებისა და საზოგადოების დასაცავად. ვაქციანაცია ხელს უშლის და ამცირებს დაინფიცირების, ავადობის და სიკვდილობის რისკებს. შესაბამისად, დროულად რომ მოხდეს პანდემიის შეჩერებია, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

ვაქცინაციის გაკეთება რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვისაც, ვინც უკვე გადაიტანა COVID-19. არსებული კვლევების თანახმად, ინფექციის გადატანის შემდგომ არ ყალიბდება ხანგრძლივი იმუნიტეტი და ადამიანი კვლავ რჩება განმეორებითი ინფიცირების რისკის წინაშე.

პანდემიის შესაჩერებლად COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პარალელურად აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გაგრძელება: ნიღბის ტარება, სულ მცირე 1 მეტრიანი დისტანციისა და ხელის ჰიგიენის დაცვა.

ვაქცინაციის პირველ ეტაპზე აიცრა ჯანდაცვის სექტორის მუშაკები; ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები და პერსონალი; 75 წელზე უფროსი მოსახლეობა. ხოლო შემდგომ 65-74 წლის მოსახლეობა;

მეორე ეტაპზე - ძირითადი სერვისების მიმწოდებლები; 55-64 წლის მოსახლეობა, 18-54 ქრონიკული დაავადების მქონე პირებს;

მესამე ეტაპიზე აიცრებიან მოსახლეობის სხვა ჯგუფები.

სრულყოფილი ვაქცინაციისთვის აუცილებელია ორჯერ აცრა. დოზებს შორის ინტერვალი 21-28 დღეა. სამედიცინო დაწესებულებას ირჩევთ სურვილისამებრ.

ვაქცინაცია უფასოა!

მოქალაქეებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხის გამარტივების მიზნით შეიქმნა ელექტრონული სისტემა, სადაც რეგისტრაცია შეუძლია ვაქცინაციის მსურველებს. რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ეტაპობრივად, იმ კატეგორიის მოქალაქეებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ სამიზნე ჯგუფებს. ასევე, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაცია.

17 მაისის მონაცემებით ქვეყანაში სულ აცრილია 89 260 ადამიანი, რომელთაგან 14 643 ადამიანს გაკეთებული აქვს ორივე (ორიდოზა) აცრა. ამ დროისთვის, ვაქცინაცია შეუძლიათ 45 წლის და ზემოთ მსურველებს.

ვაქცინაციისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://booking.moh.gov.ge/

კოვიდ-ვაქციანაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე,  მათ შორის ვაქცინაციაზე ვიზიტის ონლაინ რეგისტრაციაზე, დამატებითი კონსულტაცია შეგიძლიათ გაიაროთ ცხელ ხაზზე: 1522. 

ცხელი ხაზის სამუშაო საათები: 09.00-23.00 

ონლაინ რეგისტრაციის სისტემის ელექტრონული მისამართია:  https://booking.moh.gov.ge/ 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ვებ-გვერდებს: 

http://www.ncdc.ge

https//stopcov.ge/

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2507539
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
176
1434
4850
2498807
25026
43677
2507539
Your IP: 3.133.140.88
2024-11-22 01:23