Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს

1 ივნისი 1950 წლიდან აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. იგი მიზნად ისახავს ბავშვთა დაცვასა და ამ ფაქტთან ასოცირებული საკითხების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, ხაზს უსვამს რა, ყველა ბავშვს უფლებას, იცხოვროს უსაფრთხო, კეთილგანწყობილ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში.

1 ივნისი სხვადასხვა აქტივობებითა და ღონისძიებით აღინიშნება, თუმცა ამ დღის პოზიტიური კონტექსტის პარალელურად, მსოფლიოში ჯერ კიდევ ძალიან ბევრ ბავშვს უწევს ურთულეს პირობებში ცხოვრება. საქართველოც არაერთი სირთულის წინაშე დგას. გაეროს ბავშვთა ფონდის 2020 წლის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში 221 000 ბავშვი ცხოვრობს სიღარიბის აბსოლუტური ზღვარის მიღმა, ხოლო 161 000 ბავშვი იღებს მიზნობრივ სოციალურ დახმარებას. ცხოვრების არასათანადო დონე გაამძაფრა კოვიდ 19-მა, რისკ ქვეშ დადგა ბავშვთა სოციალიზაციის, განათლების და ფიზიკური თუ ფსიქიკური განვითარების საკითხები. იზოლაციამ და საგანმანათლებო სივრცეების დაკეტვამ გავლენა იქონია ხარისხიანი განათლების მიღებაზე, რაც ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზანს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია, როგორც ინტელექტუალური განვითარების, ასევე მათი სოციალიზაციის თვალსაზრისით.

მნიშვნელოვანია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობა, რომელიც უკვე დიდი ხანია საქართველოსთვის აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ეს ბავშვები ვერ ახერხებენ ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებას და წარმოადგენენ მნიშვნელოვნად მოწყვლად ჯგუფს ქვეყანაში. ისინი არ არიან დაცულები ძალადობისგან, ტრეფიკინგისგან, ვერ იღებენ განათლებას და არ მიუწვდებათ ხელი ეფექტიან ჯანდაცვის მომსახურებებზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ოჯახში ძალადობისა და უგულებელყოფის რისკები. სამწუხარო სტატისტიკაა, თუმცა გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, 55 900 მზრუნველი პირი ფიქრობს, რომ ფიზიკური დასჯა საჭიროა ბავშვის სათანადო აღზრდისთვის. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით კი, გასულ წელს 887 ბავშვი ცნეს დაზარალებულად ოჯახში ძალადობის ფაქტზე. ძალადობა ბავშვის წინააღმდეგ მიმართული ის დანაშაულია, რომელიც მნიშვნელოვნად აფერხებს მის ბიო-ფსიქო-სოციალურ განვითარებას და, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია, ამ დანაშაულისგან დაიცვას თითოეული მათგანი და შექმნას კანონით გათვალისწინებული ეფექტიანი მექანიზმები ძალადობის აღმოსაფხვრელად.

არსებობს დოკუმენტები, რომელიც იცავს ბავშვებს და ზრუნავს მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, როგორიცაა „ბავშვის უფლებათა კონვენცია“ და „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, თუმცა, როგორც საერთო სურათიდან ირკვევა, ეს მექანიზმები არასაკმარისია საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულებებისა ცვლილების გარეშე. თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიაზროს, რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვების კეთილდღეობა და უსაფრთხოება მდგრადი მომავლის შექმნის პროცესში. ამიტომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებელი ორგანოების მგრძნობელობის გაზრდას ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე. ბავშვის ფიზიკური, ფსიქო-ემოციური და სოციალური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ეფექტური სტრატეგიების შემუშავება, ოჯახებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება.

სოციალურ მუშაკებს უდიდესი როლი გვაქვს ოჯახების გაძლიერების და ბავშვთა დაცვის სფეროში. თუმცა ბავშვის საჭიროებების უზრუნველსაყოფად აუცილებელია შესაბამისი მომსახურებების შექმნა და პროგრამების განვითარება, სოციალური მუშაკებისა და ბავშვთან მომუშავე სხვა პროფესიონალების გაძლიერება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება, კადრების სათანადო ოდენობის უზრუნველყოფა.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ბავშვს უსურვებს კეთილგანწყობილ, უსაფრთხო და განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს, მზრუნველ და მოსიყვარულე ოჯახს, ძლიერ და მხარდამჭერ პროფესიონალებს!

 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2507537
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
174
1434
4848
2498807
25024
43677
2507537
Your IP: 3.136.19.124
2024-11-22 01:22