Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

განცხადება საპატრიარქოსთან არსებულ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ეხმიანება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, საპატრიარქოსთან არსებულ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, მიმდინარე მოვლენებს და კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ დაცული იყოს სახელმწიფო მზუნველობის ქვეშ მყოფი ყველა  18 წლამდე  პირი, რომელიც პანსიონატში იმყოფება.

წარმოუდგენელია ქვეყანაში, სადაც ვამაყობთ ბავშვის უფლებათა კოდექსით და უპირატესად ბავშვის საუკეთესო ინტერესს მივიჩნევთ,  ამგვარ ვითარებას ჰქონდეს ადგილი - ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინების ნაცვლად, ბავშვის ფუნდამენტური უფლებები ირღვეოდეს. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა დღის/24 საათიანი სახელმწიფო ზრუნვის სისტემის ქვეშ მყოფი დაწესებულება, რომელიც ზრუნავს ბავშვზე, არის ვალდებული დაიცვას სტანდარტები და უზრუნველყოს სოციალური მუშაკისა და სხვა სპეცილისტების ჩართვა, რათა ბავშვებს ხელი მიუწვდებოდეთ განვითარებასა და საჭირო რესურსებზე. მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელია, საპატრიარქოს პანსიონატის მხრიდან სახელმწიფო უწყების სოციალური მუშაკის (რომელიც 6 თვის განმავლობაში რაას შვრებოდა??) და ასევე, სახელმწიფოს ბავშვთა ინტერესების დამცველის (სახალხო დაცველის)  დაწესებულებაში შესვლის აკრძალვა.

ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის, რომელიც ორი ათეული წლის წინ დაიწყო, მთავარი მიზანი სწორედ ბავშვთა ინსტიტუციების, დიდი ზომის დაწესებულებების დახურვა იყო, ბავშვის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს - ოჯახური გარემოს შექმნის უზრუნველყოფით. ახლა კი, 2-ათეული წლის თავზე, ქვეყანაში არსებობს ინსტიტუცია, სადაც სწორედ ისეთივე საგანგაშო შემთხვევებზე გვაქვს საუბარი, რის გამოც თავის დროზე ქვეყანამ დაიწყო და განახორციელა რეფორმა. საგანგაშოა ისიც, რომ ორი ათეული წლის თავზე სახალხო დამცველსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკებს აქვთ შეზღუდვა, განახორციელონ მონიტორინგი დაწესებულებაში, სადაც  დაწყებულია გამოძიება უმძიმესი დანაშაულების ბრალდებით.  ეს ყველაფერი კი ხდება იმის ფონზე, რომ გასულ წელს ქვეყანამ ბავშვის უფლებების უპირატესობას პოლიტიკის დაგეგმვისა და წარმოების პროცესში ბავშვის უფლებათა კოდექსის დამტკიცებით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და ამ ფაქტით ყველა ბავშვს დაპირდა მათი უფლებების განუხრელად დაცვას.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია გამოხატავს შეშფოთებას ბავშვების უფლებების უხეში დარღვევის გამო, ასევე, იმის გამო რომ ჩვენს კოლეგებს არ ეძლევათ საკუთარი მოვალეობის აღსრულების საშუალება!

მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ უწყებას დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება:

  1. მიეცეს სოციალურ მუშაკებს პანსიონატში საკუთარი საქმიანობის აღსრულებისთვის შესაბამისი პირობები, რათა შეფასდეს პანსიონატში მცხოვრები ყველა ბავშვის მდგომარეობა, შეფასდეს რისკები,  რის წინაშეც შესაძლოა ისინი იყვნენ;
  2. მიეცეს სახალახო დამცველს საშუალება განახორციელოს პანსიონატში ვიზიტი და მონიტორინგი, რათა დაცული იყოს ყველა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი და განისაზღვროს თუ რამდენად დაცულია ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები;
  3. გამოძიება ჩატარდეს დროულად და მოხდეს შედეგების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის;
  4. გადამოწმდეს პანსიონატის ლიცენზირების საკითხი, თუ რამდენად პასუხობს პანსიონატში არსებული მდგომარეობა  სახელმწიფო სტანდარტების მიხედვით დადგენილ სტანდარტებსა და კრიტერიუმებს.
  5. დაუყოვნებლივ შემუშავდეს პანსიონატის ბავშვების სხვა ალტერნატიულ სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანის  კრიზისული გეგმა, რომ ბავშვისთვის შეთავზებული იყოს ოჯახთან მიახლოვებული, უსაფრთხო და განვითარებისთვის ხელისშემწყობი გარემო.

მედია საშუალებებს კი მოგიწოდებთ, გაიხსენეთ თქვენი პროფესიული ეთიკა, მანდატი და ფაქიზად გააშუქეთ ეს უმძიმესი თემა, გაითვალისწინეთ ყველა ისტორიის უკან ბავშვია, რომელსაც წინ მომავალი აქვს და არასწორად გაშუქებულმა ამბავმა შესაძლოა მის ცხოვრებას სამუდამოდ დაასვას დაღი. დაიცავით მათი უფლებები, გაითვალისწინეთ ის შესაძლო ზიანი, რაც შეიძლება მათ მიადგეთ. ბავშვის უფლებების დაცვის პროცესში თქვენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი გაკისრიათ!

 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2507607
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
244
1434
4918
2498807
25094
43677
2507607
Your IP: 3.149.25.109
2024-11-22 02:01