Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანია მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა და სხვადასხვა ორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების, სკოლების, ბავშვებთან კავშირში მყოფი სხვა უწყებების მობილიზება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბავშვთა უფლება - დაცულნი იყვნენ შრომის მძიმე ფორმებისგან.

მსოფლიოში 11 წლამდე ასაკის 91 მილიონამდე ბავშვი ჩართულია შრომით საქმიანობაში, 115 მილიონი ბავშვი სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებში მუშაობს, ხოლო 1.2 მილიონი მშრომელი ბავშვი კი ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლია.

ბავშვთა შრომა ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა საქართველოშიც, რაც მეტწილად გამოწვეულია სიღარიბის, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ცხოვრების არასათანადო დონის, უგულებელყოფისა თუ სხვადასხვა სოციალური ფაქტორით. ხშირად ბავშვები იძულებულნი არიან,  ჩაერთონ მათი ასაკისა და განვითარებისათვის შეუსაბამო და საფრთხის შემცველ საქმიანობაში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ბავშვთა შრომაში ჩართული 5-დან 17 წლამდე  ბავშვები მოსახლეობის 4.2%-ს შეადგენენ, რაც რიცხობრივად დაახლოებით 24 400 ბავშვია. მათ მიერ გაწეული ყოველდღიური საქმიანობა ზიანს აყენებს ბავშვების ჯანმრთელობას, სოციალურ განვითარებას და ხელს უშლის განათლების მიღებაში.   სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, სკოლა შრომით საქმიანობაში ჩართულობის გამო  1 165-მა ბავშვმა მიატოვა. თავის მხრივ, ბავშვთა შრომის კვლევაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოში ბავშვთა 10.56% ასაკისათვის შეუფერებელ სამუშაოს ასრულებს, 7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვთა 7.2% კვირაში 14-დან 43 საათამდე მუშაობს, 0.5% კი – კვირაში 43 საათზე მეტს უთმობს შრომით საქმიანობას.

მაშინ, როცა საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, 14-დან 16 წლამდე არასრულწლოვანთა სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს. ხოლო 14 წლამდე არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტის, ხელოვნების ან კულტურის სფეროში საქმიანობისას  ან სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად და ამასთან, ზიანს არ აყენებდეს მათ ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას.

მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ბავშვები ხშირად არიან დასაქმებულნი როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ სექტორში. ისინი შესაძლოა მუშაობდნენ შინამეურნეობებში - როგორც საკუთარ, ასევე სხვათა ოჯახებში დამხმარეებად, დამლაგებლებად და ა.შ. საქართველოს რეგიონებშიც გავრცელებული პრაქტიკაა შინამეურნეობებში, სეზონურ სამუშაოებში არასრულწლოვნების ჩართვა, რაც  პირდაპირ აისახება მათ განვითარებასა და განათლებაზე. ასევე, ბავშვები, სიღარიბისგან თავის დაღწევის მიზნით, ისეთ მძიმე სამუშაოებსაც ასრულებენ, როგორებიცაა: ჯართის შეგროვება, ვაჭრობა, სატვირთო მანქანებზე მუშაობა და მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული სამუშაოები.

კოვიდ 19-მა კიდევ უფრო გაამწვავა ბავშვთა სიღარიბის საკითხი და გაზარდა  ბავშვების შრომით საქმიანობაში ჩართვის რისკები, რაც ხშირად  მავნე ან/და მძიმე ფორმებით ხდება. სამწუხაროდ, საქართველოც ამ გამოწვევის წინაშე დგას, ამიტომაც ბავშვთა შრომა და მათი დაცვა შრომის უკიდურესი ფორმებისგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად პრობლემის სიმწვავისა, სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება საკითხზე ეფექტური რეაგირება. იმის მიუხედავად, რომ 2016 წლიდან ქვეყანაში არსებობს დადგენილება „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესახებ“, რომელიც ყველა უწყებას ავალდებულებს ბავშვების დაცვას და რეაგირებას/რეფერირებას, იმ შემთხვევაში, როდესაც ირღვევა ბავშვათა უფლებათა კოდექსით გაწერილი უფლებები და სახეზეა შრომითი ექსპლატაცია, რა დროსაც ირღვევა მათი ფუნდამენტური უფლებები (განათლების, ჯანდაცვის, უსაფრთხო გარემოში ყოფნა). აღნიშნულ თემაზე და მის სიმწვავეზე სახალხო დამცველმა და ბავშვებთან მომუშავე ორგანიზაციებმა არაერთხელ გააკეთეს განცხადებები. ამასთან, 2020 წელს,  კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის საერთო ფონის გაუარესებამ კიდევ უფრო გაზარდა ბავშვთა სიღარიბე, რის გამოც მოიმატა შრომით საქმიანობაში ბავშვების ჩართულობამ. ამაზე აკეთებს აქცენტს  2020 წლის  სახალხო დამცველის და Unicef-ის კვლევაც. სახელმწიფოს მხრიდან ამ დრომდე არაა შემუშავებული პრევენციისა და რეაგირების სათანადო მექანიზმები. ასევე, არ არსებობს რისკების შეფასების მექანიზმი, რის გამოც ვერ ხდება არასრულწლოვანთა შრომის ეფექტიანი კონტროლი.

სოციალურ მუშაობას უდიდესი როლი აქვს ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში, მათი უფლებების დაცვაში, რათა ბავშვებმა შეძლონ და მიიღონ მათი განვითარებისთვის ყველა საჭირო მომსახურება - ჯანდაცვის, საგანმანათლებლო და ა.შ. ბავშვთა შრომით საქმიანობაში ჩართვისგან დასაცავად საჭიროა შესაბამისი მომსახურებების, პროგრამების, საკანონმდებლო ბაზის შექმნა, სოციალური მუშაკების და სხვა მომიჯნავე პროფესიონალების გაძლიერება, სოციალურ მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლება.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს! ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არც ერთი ბავშვი არ იქნება იძულებული მძიმე ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე ჩაერთოს შრომით საქმიანობაში, უარი თქვას განათლებაზე და რისკის ქვეშ დადგეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2507576
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
213
1434
4887
2498807
25063
43677
2507576
Your IP: 3.133.157.231
2024-11-22 01:41