Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირება თბილისში

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ახორციელებს პროექტს სახელწოდებით შეზღუდული შესაძლებლობის ბიოფსიქოსოციალური შეფასება და სტატუსის განსაზღვრის სისტემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით.

პროექტი მიზნად ისახავს ბავშვებისა და ზრდასრული პირების შეზღუდული შესაძლებელობის სტატუსის დადგენის ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირებას თბილისში და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების/ბავშვების ფუნქციონირებისა და სოციალური ინკლუზიის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი საჭიროებების განსაზღვრას.

პროექტს აქვს გამოკვეთილი რამდენიმე ძირითადი სამიზნე ჯგუფი და შესაბამისადგანისაზღვრა სამედიცინო დაწესებულებები, სადაც მოხდება ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირება:

  • ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი
  • "ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა", ,,კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი"
  • ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი
  • ,,ევექსის ჰოსპიტლები" - . იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“.

პროექტის ფარგლებში შეირჩნენ და გადამზადდენ სპეციალისტები - შემთხვევის მენეჯერები, ფუნქციონირების შეფასების სპეციალისტები და ექიმი-კოორდინატორები, რომლებიც მულტიდისციპლუნი გუნდის მუშაობის ფარგლებში ბიოფსიქოსოციალური მოდელის მიხედვით განსაზღვრავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის/ბავშვის სტატუსს.

23 ივნისიდან პროექტის ფარგლებში აქტიურად დაიწყო მუშაობა ველზე, შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში. შეზღუდული შესაძლებელობის სტატუსის დადგენის ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირებაში თბილისში აქტიურად ჩაერთო საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ დაქირავებული გუნდი შემდეგი შემადგენლობით:

შემთხვევის მენეჯერები: თათია ხარებავა, ანა სოტიშვილი, ქეთი სიხარულიძე, ინა ფურცხვანიძე, სოფო დეკანაძე.

ფუნქციონირების შეფასების სპეციალისტები: ნინო ბარნაბიშვილი, რუსკა მუშკუდიანი, ანნა ორთოიძე, ბელა ჟღენტი, თამარ მახათაძე.

 

 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2508418
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
1055
1434
5729
2498807
25905
43677
2508418
Your IP: 18.219.18.238
2024-11-22 12:00