Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციას შორის სოციალური მოდულის დანერგვის ფარგლებში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ და სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დირექტორმა ქეთევან გიგინეიშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია სოციალურ მუშაკთა ასოციაციის (GASW) პროექტის - „შეზღუდული შესაძლებლობის ბიოფსიქოსოციალური შეფასება და სტატუსის განსაზღვრის სისტემა“ ფარგლებში, მხარეებს შორის ურთიერთგაგების და პატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული მჭიდრო თანამშრომლობა პირის შესაძლებლობის შეზღუდვის შეფასებისა და შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის სისტემაში ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვისა და ინსტიტუციონალიზაციისათვის. თავის მხრივ, პილოტური პროექტი ხორციელდება „გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის (SDG) მხარდაჭერით (პროექტი - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია“).

აღსანიშნავია, რომ წინამდებარე მემორანდუმი ეფუძნება გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ამავე პროექტის ფარგლებში, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ზრუნვის სააგენტოსთან თანამშრომლობს ნინოწმინდის პანსიონიდან გამოყვანილი ბავშვების საჭიროებების განსაზღვრისა და რეინტეგრაციის მიმართულებით. ასოციაციას და სააგენტოს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, განსაკუთრებით კი სოციალური მუშაობის გაძლიერების მიმართულებით.

 

მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით ასევე დაიწერა: 

Report.ge - ზრუნვის სააგენტოსა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანამშრომლობა გრძელდება

1tv.ge - ზრუნვის სააგენტოსა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

Accentnews.ge - ზრუნვის სააგენტოსა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციას შორის თანამშრომლობა გრძელდება

Expressnews.ge - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციას შორის თანამშრომლობა გრძელდება

Commersant.ge - ზრუნვის სააგენტოსა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციას შორის თანამშრომლობა გრძელდება

Atipfund Georgia - ზრუნვის სააგენტოსა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციას შორის თანამშრომლობა გრძელდება

 

  

 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2508438
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
1075
1434
5749
2498807
25925
43677
2508438
Your IP: 3.135.206.25
2024-11-22 12:04