Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

საინფორმაციო შეხვედრა ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირების შესახებ

28 სექტემბერს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ წევრებთან.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის ბიოფსიქოსოციალური შეფასება  და სტატუსის განსაზღვრის სისტემა“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ახორცილებს.

შეხვედრა ონლაინ პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით ჩატარდა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წევრების გარდა, მონაწილეობდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის, MAC Georgia-ს წარმომადგენლები.

შეხვედრის მიმდინარეობისას მასში მონაწილე პირებს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მხრიდან განემარტათ ბიოფსიქოსოციალური მოდელის არსი, გაზიარდა  ინფორმაცია თბილისში ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირების პროცესის და მიმდინარეობის, მიზნების,  სამიზნე ჯგუფების და მოსალოდნელი შედეგების შესახებ. გარდა ამისა, შეხვედრებში მონაწილე პირებთან ერთად განვიხილეთ პილოტის ფარგლებში მოქმედი შემთხვევის მართვის კომპონენტის პრინციპები, ფუნქციონირების შეფასება, მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის თავისებურებები.

შეხვედრაზე განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, რომელიც შეეხებოდა პილოტირების პროცესის ეტაპობრივ განხილვებს თემის წევრებთან და მათი  ჩართულობის უზრუნველყოფას  ამ მნიშვნელოვან პროცესებში. შეხვედრისას ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა სოციალურ მოდელის დროული დანერგვის მნიშვნელობა, ამ მიზნით სულ მალე ჯანდაცვის სამინისტრო აამუშავებს საკოორდინაციო საბჭოს, სადაც სოციალური მოდელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კანონის აღსრულების ხელშეწყობის მხრივ. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია კი თემის წევრებთან აქტიურ კომუნიკაციას კვლავაც გააგრძელებს და ღია იქნება ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობისთვის.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ კოალიციას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და მის წევრებს შეხვედრაში აქტიური და საინტერესო ჩართულობისთვის!

 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2508564
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
1201
1434
5875
2498807
26051
43677
2508564
Your IP: 3.142.40.195
2024-11-22 12:30