Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

შუალედური ანგარიშის წარდგენა სამედიცინო დაწესებულებებისთვის ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირების პროცესში

13 ოქტომბერს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირების პროცესში შეხვედრა გამართა იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებიც ჩართულნი არიან პილოტის პროცესში და შუალედური ანგარიში წარადგინა.

პროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის ბიოფსიქოსოციალური შეფასება და სტატუსის განსაზღვრის სისტემა“ გაეროს ბავშვთა ფონდისა და  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.

ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირება შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში მიმდინარეობს:

  • შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი„ (ექიმი-კოორდინატორები: ანუკი ჩაჩანიძე, თინათინ დვალიშვილი)
  • შპს "ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა" (ექიმი-კოორდინატორი: მაია ნოზაძე)
  • სს "ევექსის ჰოსპიტლები" - იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო (ექიმი-კოორდინატორი: თეონა შათირიშვილი)
  •  შპს "კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი„ (ექიმი-კოორდინატორი: ლელა ჭერაშვილი)
  •  სს "ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი„ (ექიმი-კოორდინატორი: ლია ღამბაშიძე)
  •  მცხეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი „ჯანმრთელი თაობა“ (ექიმი-კოორდინატორი: ინგა ქართველიშვილი)

შეხვედრის მიმდინარეობისას სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს გაეცნოთ პროექტის შუალედური ანგარიში, ასევე საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მხრიდან კიდევ ერთხელ განემარტათ ბიოფსიქოსოციალური მოდელის არსი და მისი მნიშვნელობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და სახელმწიფოსთვის.

შეხვედრაზე განხილული იყო პილოტის პროცესში გამოკვეთილი გამოწვევები და შეთანხმდა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ სამედიცინო დაწესებულებას ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის!

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2507480
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
117
1434
4791
2498807
24967
43677
2507480
Your IP: 18.227.209.214
2024-11-22 00:42