სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციამ IFSW 8-9 ოქტომბერს გამართა დელეგატების ყოველწლიური შეხვედრა კონფერენციის „IFSW EUROPEAN CONFERENCE ON SOCIAL WORK 2021“ ფარგლებში. კონფერენცია გაიმართა 11-13 ოქტომბერს, სადაც მონაწილეობას იღებდნენ წევრი ასოციაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან, სოციალური მუშაკები, სტუდენტები და სფეროთი დაინტერესებული პირები.
სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ 9 ოქტომბერს დელეგატების ყოველწლიურ შეხვედრაზე, და 13 ოქტომბერს გამართულ ვორკშოპში, მონაწილეობას იღებდა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანამშრომელი, ქეთევან ლეკიშვილი, რომელიც ერთი წლის მანძილზე ჩართული იყო სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის (IFSW Europe) მიერ მხარდაჭერილ ახალგაზრდულ პროექტში - „A social Europe is possible! The NEW generation of social workers are the spearhead of change“.
პროექტის ფარგლებში მომზადდა პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს ახალბედა სოციალურ მუშაკებს, რომლებიც ახლა იწყებენ საქმიანობას პროფესიაში. უფრო კონკრეტულად კი, იმ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც იმყოფებიან სწავლების ბოლო საფეხურზე, ან მათი სამუშაო გამოცდილება სფეროში არ აღემატება 5 წელს. პროექტის განხორციელების პროცესში ჩართული იყო 10 ქვეყნის ახალგაზრდა სოციალური მუშაკი, რომლებიც ბოლო 12 თვის განმავლობაში რეგულარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს. პროექტის ჯგუფმა გამოავლინა ის ძირითადი საკითხები, სირთულეები, რაც დაკავშირებულია გარდამავალ პერიოდთან, რომელსაც სტუდენტები სწავლის დასრულების ან სწავლების ბოლო საფეხურზე ყოფნისას გადიან სოციალურ მუშაკად დასაქმებამდე. აღნიშნული ინფორმაციის შეგროვება მოხდა კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების გამოყენებით - ონლაინ გამოკითხვის და ინტერვიუების საშუალებით ახალბედა სოციალურ მუშაკებთან. საერთო ჯამში, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 850-ზე მეტმა ახალბედა სოციალურმა მუშაკმა, ევროპის 30 ქვეყნიდან. საქართველოში გამოკითხვის ფორმები გავრცელდა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წევრებში და ასევე გასაუბრებებში მონაწილეობა მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის ბოლო საფეხურის სტუდენტებმა და სხვადსხვა ორგანიზაციაში დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა, რომელელთ სამუშაო გამოცდილება არ აღემატებოდა 5 წელს.
მოხდა პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგების მიმოხილვა. გამოიკვეთა მნიშვნელოვანი სირთულეები, რაც სწავლებიდან დასაქმების ეტაპზე გადასვლას თან ახლავს და ასევე პროექტმა ხაზი გაუსვა და გამოკვეთა, ის დამხმარე, დადებითი საკითხები, რაც ახალბედა სოციალურ მუშაკებს ეხმარება გარდამავალ პეროდში დასაქმებისთვის, ვეროპის მასშტაბით.
9 ოქტომბერს მოხდა აღნიშნული პროექტის შედეგების წარდგენა დელეგატების ყოველწლიურ შეხვედრაზე. ქეთევანმა წარადგინა საქართველოში მიღებული შედეგები, ისაუბრა ასოციაციის როლზე, მის საქმიანობაზე, სფეროში მიმდინარეე სიახლეებზე და ა.შ. დამსწრე წევრებმა გამოთქვეს სურვილი აღნიშნული დოკუმენტის გაზიარების და ერთიანი პოლიტიკის შექმნის და ამასთან, სახელმძღვანელოს შემუშავებაზე, რომელიც დაეხმარება ახალგზარდა/ახალბედა სოციალურ მუშაკებს სწავლებიდან დასაქმების ეტაპზე გადასვლაში.
13 ოქტომბერს კონფერენციის ფარგლებში, ქეთევანმა უხელმძღვანელა ვორქშოპსს „IFSW ევროპის ახალბედა სოციალურ მუშაკთა პროექტი“, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სხვადსხვა ქვეყნის ასოციაციის ხელმძღვანელები, უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სოციალურმა მუშაკები და იმსჯელეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ახალბედა სოციალური მუშაკების მხარდაჭერა და გაძლიერება განათლების, ტრენინგების მიმუართულებით, ასევე რა გარე მხარდაჭერა ესაჭიროებათ და ვინ შეიძლება იყო მხარდამჭერი, გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა. ასოციაცია აპირებს აღნიშნული მიმართულებით განახორციელოს აქტივობები და ხელი შეუწყოს ახალბედა სოციალურ მუშაკებს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.
მადლობას ვუხდით IFSW-ს პროექტის ინიცირებისთვის და ახალი ინიციატივების მხარდაჭერისთვის.