Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერა საქართველოში სოციალური მუშაობის ხარისხს გააუმჯობესებს

სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სააგენტოს სოციალური მუშაკები შეძლებენ მათი უნარების და საქმიანობის გაუმჯობესებას გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ განხორციელებული პროექტით, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან პარტნიორობით და ევროკავშირის დაფინანსებით.

პროექტი ხელს შეუწყობს სოციალური სამუშაოს განვითარებას, მოახდენს საჭირო ღონისძიებების, მეთოდებისა და მექანიზმების იდენტიფიცირებას და შეიმუშავებს შესაბამის სამუშაო ინსტრუმენტებს. ასევე შეფასდება და გაუმჯობესდება სოციალური მუშაობის შემთხვევების მართვის სისტემა და მასში ჩართული პროფესიონალების სპეციალიზაცია. აღნიშნული სისტემური რეფორმა საქართველოს რეგიონებსაც მოიცავს. სოციალური მუშაკები გაივლიან მომზადებას სუიციდის, ასევე ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის რისკების დროული გამოვლენის და პრევენციის მიზნით. ამ მიზნით შემუშავდება გზამკვლევი და ჩატარდება სპეციალისტთა ტრენინგები.

-   -   -

"კარგად დაგეგმილი, განვითარებული და მხარდაჭერილი სოციალური სამუშაო, შესაძლოა გახდეს გადამწყვეტი და სასიცოცხლო ფაქტორი ბავშვების, ოჯახებისა და თემებისათვის სიღარიბესთან, ძალადობასთან ბრძოლის და სოციალური ინკლუზიის მიმართულებით." - ღასან ხალილი

-   -   -

„კარგად დაგეგმილი, განვითარებული და მხარდაჭერილი სოციალური სამუშაო, შესაძლოა გახდეს გადამწყვეტი და სასიცოცხლო ფაქტორი ბავშვების, ოჯახებისა და თემებისათვის სიღარიბესთან, ძალადობასთან ბრძოლის და სოციალური ინკლუზიის მიმართულებით“, აღნიშნა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა.“მადლობას ვუხდით ევროკავშირს მუდმივი მხარდაჭერისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სააგენტოსა და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან სოციალურ მუშაკთა გასაძლიერებლად, რათა მათ შეძლონ საზოგადოების მხარდაჭერა“, დასძინა ხალილმა.

პროექტის ფარგლებში გაძლიერდება სოციალური მუშაობის ზედამხედველობა. ტრენინგისა და პროფესიული განვითარების სისტემის შექმნის მიზნით შემუშავდება სოციალურ მუშაკთა კარიერის განვითარებისა და პროფესიული ზრდის შიდა კონცეფცია. ეს იქნება ტრენინგის კომპლექსური მექანიზმი, რომელიც სააგენტოს დაეხმარება, დამოუკიდებლად განავითაროს პერსონალი და მოამზადოს ახალი სამუშაო ძალა.

სოციალური მუშაობის მაღალი ხარისხი ხელს უწყობს ბავშვებისა და ოჯახების უფლებების დაცვას, რადგან ეს უფლებები გადამწყვეტ როლს ასრულებს თემებისა და ადამიანების, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველი ადამიანების საბაზისო და კომპლექსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში. ახლახანს მიღებული „კანონი სოციალური მუშაობის შესახებ“ ადგენს საკანონმდებლო ჩარჩოს სოციალურ მუშაობაში ჩართული პროფესიონალებისთვის და შემოაქვს სოციალური სამუშაო მუნიციპალურ დონეზე, რაც მოიცავს მოსახლეობასთან მუშაობას, პრობლემების იდენტიფიცირებას და საჭიროებისამებრ შესაბამისი მიმართულების მიცემას, ასევე იმ ოჯახებისა და ჯგუფების ინფორმირებას და კონსულტირებას, რომლებიც არსებულ მომსახურებასა და დახმარების პაკეტებს საჭიროებენ.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროექტი „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად კანონმდებლობის, პოლიტიკისა და სახელმძღვანელო პრინციპების გაუმჯობესებას; პროფესიული სამუშაო ძალის შესაძლებლობების გაძლიერებას საქართველოში ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე.

 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2507490
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
127
1434
4801
2498807
24977
43677
2507490
Your IP: 3.140.196.5
2024-11-22 00:52